ფორთოხლისა და ვაშლის „ბუდეში“ გამომცხვარი არომატული ქათამი

1346

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ვაშლთან და ფორთოხალთან – კლასიკური სადღესასწაულო კერძია. თუ მალე მნიშვნელოვანი ღონისძიება გელით, კულინარიული იდეები კი არ გაგაჩნიათ, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ. უბრალოდ, საჭიროა ქათმის სპეციებით დამუშავება და შექმნათ ხილ-ბოსტნის „ბუდე“. ამას ახალბედაც შეძლებს! ხორცი ნაზი და არომატული გამოვა. სუნელების ნაკრები მარტივია, მაგრამ შეგიძლიათ საყვარელი სუნელებიც დაუმატოთ.

ინგრედიენტები

  • 1 ქათამი
  • 1 ც ფორთოხალი
  • 3 ც ვაშლი
  •  2 ც კარტოფილი
  •  3 ც პამიდორი
  • როზმარინი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. წაუსვით ქათამს მარილი და პილპილი. შეკარით ბარკლები ძაფით.
  2. გათალეთ ვაშლი და გაჭერით 4 ნაჭრად. ფორთოხალი დაჭერით რგოლებად კანიანად.
  3. გაჭერით კარტოფილი და პამიდორი 4 ნაწილად. გათალეთ სტაფილო და დაჭერით სქელ რგოლებად.
  4. საცხობ ფორმაზე დაალაგეთ როზმარინის ტოტები და სტაფილო. ზემოდან ქათამი. დანარჩენი ხილი და ბოსტნეული განალაგეთ ირგვლივ. მორთეთ ქათამი როზმარინით.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 60 წუთის განმავლობაში.

ახლოვდება საახალწლო დღესასწაულები, ეს კი ნიშნავს, რომ ეს რეცეპტი დროულია. შეინახეთ და გაუზიარეთ მეგობრებს!