ფლავი ვერმიშელით “სალამი ყაზახსტანიდან” უმაღლესი სპეციალისტისგან

914

დღეს ჩვენ რომან დადაჯანოვის ბრწყინვალე რეცეპტს გაგანდობთ.

ინგრედიენტები

  • 1კგ წვრილი ვერმიშელი
  • 1კგ სტაფილო
  • 150გ ფქვილი
  • 125მლ მცენარეული ზეთი
  • 100გ კარაქი
  • 750გ ხორცი
  • 1ლ წყალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში გაასუფთავეთ და დაჭერით ბოსტნეული. სტაფილო – გრძლად, ხახვი – ნახევარ წრეებად.

გარეცხეთ და დაჭერით ხორცი. ტრადიციულ ვარიანტში იყენებენ საქონლის ხორცს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ.

გააცხელეთ ქვაბი და შეწვით მშრალი ვერმიშელი. მომზადების შემდეგ, გადაიტანეთ მშრალ ჯამში.

2.ქვაბში ჩაასხით ზეთი. მოათავსეთ კარაქი და ხახვი.

მოთუშულ ხახვს დაუმატეთ ხორცი.

3.ხორცის გამუქების შემდეგ, დაუმატეთ სტაფილო, მოასხით წყალი.
4.ბოლოს, მოაყარეთ ვერმიშელი და დაელოდეთ მის მომზადებას. არ დაგავიწყდეთ ინტენსიურად მორევა.

როცა ვერმიშელი დარბილდება, ქვაბს დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!