ფაფუკი შაფართხელი წყლისა და ფქვილისგან: ხრაშუნა გარსი და წვნიანი შიგთავსი

1763

ინდური შაფართხელის უამრავი ნაირსახეობა არსებობს: ნაანი, ჩაპატი, ლასი, პური, ლუჩი… მაგრამ არის კიდევ შიგთავსიანი შაფართხელი, რომლის ძირითად სახელოწოდებასაც ემატება შიგთავსის სახელწოდებაც.

პატარჰა – საკმაოდ სქელი შაფართხელია სხვადასხვა შიგთავსით. დღეს “გასტრონომია” გთავაზობთ შემწვარი სოკოს ვარიანტს. ძალიან გემრიელი, ნოყიერი და წვნიანი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 250 მლ გაზიანი წყალი
  • 500 გრ ქამა სოკო
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ც ხახვი

მომზადება

  1. ფქვილის, მარილის, შაქრისა და წყლისგან მოზილეთ ცომი. დააფარეთ და დატოვეთ 20 წუთით.

2. დაჭერით წვრილად ხახვი და სოკო. შეწვით ზეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი. გააცივეთ.

3. დაამუშავეთ ცომი, დაყავით 10 ნაწილად. ყოველი ნაწილი გააბრტყელეთ, მოათავსეთ თითო კოვზი შიგთავსი, დაახვიეთ რულეტად, შემდეგ ლოკონინის ფორმა მიეცით. წაუსვით სათითაოდ ზეთი.

4. შეწვით ნაწარმი ზეთში ორივე მხრიდან.

ინდური შაფართხელები შესანიშნავი ცხელი ხემსია, პურისა და ღვეზელების ალტერნატივა, კარგად შეეხამება პირველ კერძებს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!