ამ რეცეპტის მიხედვით მომზადებული ფუნთუშები ძალიან გემრიელია.
ცომი რბილია, ფაფუკია და ძალიან არომატულია.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 500გ
- მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
- რძე 250მლ
- კვერცხი 1 ცალი
- კარაქი 100გ
- შაქარი 1 ჩაისკ კოვზი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
შიგთავსისთვის
- მოხარშული ქათმის ფილე 400გ
- პომიდორი 1 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- გახეხილი ყველი 100გ
- მაიონეზი 3 სუფრის კოვზი
- მარილი და წიწაკა გემოვნბით
მომზადება
- თბილი რძე ჩაასით ჯამში, დაუმატეთ შაქარი და მარილი.
- ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ მშრალი საფუარი, მოურიეთ.
- ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, დაუმატეთ დარბილებული კარაი და მოზილეთ ცომი.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე.
- ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი და გლუვი.
- ცომი მოათავსეთ ჯამში, დააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ თბილ ადგილას 1,5-2 საათი.
- აწეწეთ ხორცი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
- შემდეგ დაუმატეთ მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- ამოფუებული ცომი გააბრტყელეთ 3-4მმ ფირფიტად.
- დაჭერით მართკუთხედებად.
- მართკუთხედის ერთ კუთხეში ჩაჭერით, რამდენიმე ადგილას.
- დაუჭრელ კუთხეში მოათავსეთ შიგთავსი, დაუმატეთ პომიდორი და მოაყარეთ ყველი.
- დაახვიეთ რულეტისებურად.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მოათავსეთ ფუნთუშები ნაკერით დაბლა.
- წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
- გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 30-35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!