ალბათ რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ყაყაჩოსგან მომზადებული დესერტი არ უყვარს.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- კარაქი 100გ
- შაქარი 50გ
- კვერცხი 1 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- ვანილი გემოვნებით
- ფქვილი 200გ
შიგთავსისთვის
- ხაჭო 500გ
- ყაყაჩო 120გ
- შაქარი 150გ
- კვერცხი 2 ცალი
- სახამებელი 2 სუფრის კოვზი
მომზადება
- გამრვალ კარაქს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- მოზილეთ ცომი, გადაანაწილეთ ფორმაზე (ფორმა ამოფინეთ პერგამენტით), აუცილებლად ამოიყვანეთ კუთხეები.
- მაცივარში მოათავსეთ 30 წუთი.
- ყაყაჩოს დაასხით ცხელი წყალი 20 წუთი, გადაასხით წყალი და ყაჩო მოათვსეთ თუშფალანგზე.
- ხაჭო დააბლენდერეთ, დაუმატეთ კვერცხი და სახამებელი, მოურიეთ.
- ხაჭოს მასა გაყავით ორ ნაწილად (ერთი 120გ, მეორე 150გ), მცირე მასის ნაწილს დაუმატეთ ყაყაჩო.
- თუ შიგთავსი გამოგივათ ძალიან სქელი, გაათხელეთ არაჟნით.
- მაცივრიდან გამოიტანეთ ცომი, რიგრიგობით მოათავსეთ შოგთავსი. ერთი კოვზი ყაყაჩო, შემდეგ ერთი კოვზი თეთრი მასა.
- შიგთავსი თვითონ გადანაწილდება.
- ხის წკირი გადაატარეთ ნამცხვარს, რათა მიიღოთ ნახატი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათი.
გემრიელად მიირთვით!