როდესაც კარტოფილის პიურეს ამზადებთ, ელით მისგან რაიმე განსაკუთრებულს? თუნდაც რძის, კარაქის ან არაჟნის დამატებით, მასა იგივე რჩება და “მოითხოვს” ხორცის კერძს. მოდით, მოვამზადოთ კარტოფილის გუნდები ხორცით. ჰაეროვანი პიურეს ბურთულები ხორცის შიგთავსით – მეორე კერძის შესანიშნავი ვარიანტია.
ეს გახლავთ ყირიმელი თათრების ტრადიციული კერძი, რომლის რეცეპტი თაობიდან თაობებს გადაეცემა. ახლა უკვე თქვენც შეგიძლიათ ამ კერძით გაამდიდროთ კულინარიული შესაძლებლობები.
ინგრედიენტები
- 1 კგ კარტოფილი
- 1 კვერცხი
- 400 გრ საქონლის ფარში
- 3 ს.კ. ფქვილი
- 2 ც ხახვი
- ზეთი გემოვნებით
- ბაზილიკი გემოვნებით
- ქარი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში. მოამზადეთ პიურე და გააცივეთ.
2. შეურიეთ პიურეს კვერცხი, ფქვილი, გააკეთეთ მასისგან ბურთულები.
3. ცალკე შეურიეთ ფარში და წვრილად დაჭრილი ერთი ხახვი.
4. გააბრტყელეთ ბურთულები ხელის გულზე, მოათავსეთ შიგთავსი და შეკარით. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ბურთულები და მოხარშეთ 7-10 წუთის განმავლობაში.
5. გაახურეთ ტაფაზე ზეთი, დაჭერით მეორე ხახვი და მოთუშეთ. დაუმატეთ ქარი და ბაზილიკი. მოაყარეთ ხახვი ბურთულებს და გემრიელად მიირთვით!
ხახვის მოსასხმელის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შინ მომზადებული სოუსი. მიირთვით კერძი მსუბუქ ბოსტნეულის სალათთან. გაამრავალფეროვნეთ ჩვეული მენიუ, მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!