გემრიელი ნიჟარების მოსამზადებლად, უნდა შეიძნოთ სპეციალური მაკარონის ნაწარმი ფარშირებისთვის. მაგალითად: კონკილიონი, ლუმაკონი ან კანელონი.
ამ იტალიურ კერძში მთავარი შიგთავსია, ის შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. თუ კერძს ფარშით მოამზადებთ, ის მაღალი ხარისხის პელმენებს მოგაგონებთ. სცადეთ სოუსთან ერთად, აუცილებლად მოგეწონებათ!
ინგრედიენტები
- 30 ც კონკილიონი
- 650 გრ საქონლის ხორცის ფარში
- 70 გრ მაგარი ყველი
- 2 ც ბულგარული წიწაკა
- 300 მლ ბოსტნეულის ბულიონი
- 70 გრ მწვანე ხახვი
- 4 ს.კ. ზეთი
- 3 ს.კ. ფქვილი
- 450 მლ რძე
- 2 ს.კ. კარაქი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მოამზადეთ შიგთავსი. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა, დაჭერით კუბებად, დაჭერით წვრილად მწვანე ხახვი, მოთუშეთ ზეთში. დაამატეთ ფარში და თუშეთ 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ბულიონი, მარილი, პილპილი და კიდევ 25 წუთის განმავლობაში მოთუშეთ.
- მოამზადეთ სოუსი. დაადნეთ კარაქი ტაფაზე, დაამატეთ ფქვილი, მოურიეთ და მოამზადეთ 2 წუთის განმავლობაში. დაასხით ნელ-ნელა რძე. დაუმატეთ მარილი და პილპილი. როცა მასა შესქელდება, დაუმატეთ გახეხილი ყველი. გააცივეთ მასა და ჩაასხით საცხობ ფორმაში.
- მოხარშეთ მაკარონი ნახევრად. დატენეთ შიგთავსით და მოათავსეთ სოუსში.
- შედგით კერძი 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
- მოაყარეთ დარჩენილი ყველი და კიდევ 3 წუთით შედგით ღუმელში.
თუ ფარშის ნაცვლად ტკბილ შიგთავსს გამოიყენებთ, გამოგივათ ორიგინალური დესერტი. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და გაახარეთ ოჯახის წევრები გემრიელი კერძებით.