ფარშირებული კვერცხი ღუმელში

606

არცერთ დღესასწაულს არ ვატარებ ამ კერძის გარეშე, ის ჩემი საფირმო კერძია!

შიგთავსისთვის მე გამოვიყენე ბეკონი, ყველი, მდოგვი და არაჟანი, რომელიც ხორცს უხდება.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 6 ცალი
  • ბეკონი 80-100გ
  • ყველი 80გ
  • მდოგვი 0,5 ჩაის კოვზი
  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი, გაასუფთევთ, გაჭერით შუაზე და ამოიღეთ გული.

2.დაჭერით და მშრალ ტაფაზე შეწვით ბეკონი.

3.ბეკონს დაუმატეთ გული, ყველი, მდოგვი, არაჟანი და მარილი.

4.კვერცხი ამოავსეთ შიგთავსით და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!