Gastronomia.ge-ს რედაქცია ფარშირებული თევზის რეცეპტს გთავაზობთ. ასეთი კერძი არა მხოლოდ ყოველდღიურ, არამედ სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს.
ინგრედიენტები:
- 3 გაყინული სკუმბრია
- 2 მოხარშული კვერცხი
- 50 გრ ყველი
- 4-5 ტოტი ოხრახუში
- ½ ლიმონი
- 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
- 1 კბილი ნიორი
- მარილი
- წიწაკა
მომზადების წესი:
- სკუმბრია გაალღვეთ, შიგნეული მოაშორეთ და კარგად გარეცხეთ. ახლა 3-4 სმ–ს დაშორებით დიაგონალურად ჩაჭერით. 3-4 ჩანაჭერი გამოვა. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
- კვერცხი და ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. ოხრახუში წვრილად დაჭერით. კვერცხი, ყველი, მწვანილი, ლიმონის ცედრა და დაპრესილი ნიორი აურიეთ. შიგთავსს ცოტა მარილი მოაყარეთ და აურიეთ.
- თევზი ფოლგაზე გადაიტანეთ, შიგთავსით კარგად გაავსეთ. ზემოდან ლიმონის წვენი მოასხით. ფოლგაში გაახვიეთ. გახსოვდეთ, რომ ფოლგაში ძლიერ არ შეახვიოთ. ჰაეროვანი ბალიშისთვის ადგილი უნდა დარჩეს.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით აცხვეთ. ბოლოს ფოლგა გახსენით და კიდევ 5 წუთით ქერქის მიღებამდე აცხვეთ.
- გემრიელად მიირთვით!