ქართული სუფრა ფხალის გარეშე წარმოუდგენელია. ფხალეულობის ნამდვილი მშვენება კი ნიგვზიანი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკაა. დღეს “გასტრონომია” ამ უგემრიელესი კერძის კლასიკურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები
- 2 ც ბადრიჯანი
- 2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 ჭ ნიგოზი
- 2 კონა ქინძი
- 2 კონა რეჰანი
- 4 კბ ნიორი
- 1 ც წითელი ხახვი
- ზეთი გემოვნებით
- ქართული სუნელები გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- ბროწეულის მარცვლები გემოვნებით
მომზადება
- გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და მწვანილი და ნიორი. დაჭერით ძალიან წვრილად ხახვი და დაუმატეთ მასას მარილთან და სუნელებთან ერთად.
- გამოაცხვეთ ღუმელში ან გრილზე მთლიანი ბულგარული წიწაკა, სანამ კანი არ ამოფუვდება. მოათავსეთ პოლიეთილენში 20 წუთით, შემდეგ მოაცილეთ კანი, თესლები და გაჭერით 2-3 ნაწილად სიგრძეზე.
- დაჭერით სიგრძეზე ბადრიჯანი და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
- გააცივეთ ბოსტნეული, წაუსვით ნიგვზის მასა და დაახვიეთ რულეტებად. მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და შედგით მაცივარში 2-3 საათით.
მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!