როცა გვეჩქარება უმარტივესი იდეები გვჭირდება იმისათვის, რომ მოვამზადოთ მარდივი და ამავდროულად გემრიელი კერძი.
ფარშირებული ბაგეტი ხორცით და ყველით – სწორედ ისაა, რაც გვჭირდება ასეთ დროს.
ინგრედიენტები
- ბაგეტი 1 ცალი
- ქათმის ფილე 200გ
- კვერცხი 1 ცალი
- პარმეზანი 40გ
- მოცარელა 20გ
- ბაზილიკი, ყველი და მარილი გემოვნებით
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ შიგთავსი. ფარშს დაუმატეთ პარმეზანი, მოცარელა, ბაზილიკი და კვერცხი.
2.მოაყარეთ მარილი გემოვნებით. მიღებული მასა ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში და ამოავსეთ ბაგეტები.
3.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
4.შემდეგ დააფარეთ ყველის ნაჭერი და მოამზადეთ დამატებით 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!