ფარშთან ერთად გამომცხვარი ყაბაყი – სწრაფი ვახშამი თქვენს მაგიდაზე

572

თუ ყაბაყის მოყვარული ხართ, მაშინ ეს კერძი თქვენთვისაა.

ინგრედიენტები

  • ყაბაყი 3-4 ცალი
  • ფარში 600-700გ
  • ბრინჯი 80გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ოხრახუში, კამა, ნახევარი ხახვი
  • ნიორი 2 კბილი
  • პაპრიკა 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი
  • წიწაკა
  • ყველი მოცარელა 100-150გ

სოუსისთვის

  • არაჟანი 300გ
  • კეჩუპი 1 სუფრის კოვზი
  • წყალი 100-150მლ
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა

მომზადება

  1. დაჭერით ყაბაყი მრგვლად.
  2. ფარშს დაუმატეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი.
  3. მოაყარეთ მარილი, პაპრიკა და წიწაკა.
  4. ყაბაყი გადაიტანეთ ფორმაში, ფენებს შორის მოათავსეთ ფარში.
  5. სოუსი. არაჟანს დაუმატეთ კეტჩუპი, მარილი, წიწაკა და წყალი.
  6. მოასხით მიღებული სოუსი და მოაყარეთ ყველი.
  7. გამოაცხვეთ ღუმელში.