თუ ყაბაყის მოყვარული ხართ, მაშინ ეს კერძი თქვენთვისაა.
ინგრედიენტები
- ყაბაყი 3-4 ცალი
- ფარში 600-700გ
- ბრინჯი 80გ
- ხახვი 1 ცალი
- ოხრახუში, კამა, ნახევარი ხახვი
- ნიორი 2 კბილი
- პაპრიკა 1/2 ჩაის კოვზი
- მარილი
- წიწაკა
- ყველი მოცარელა 100-150გ
სოუსისთვის
- არაჟანი 300გ
- კეჩუპი 1 სუფრის კოვზი
- წყალი 100-150მლ
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა
მომზადება
- დაჭერით ყაბაყი მრგვლად.
- ფარშს დაუმატეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი.
- მოაყარეთ მარილი, პაპრიკა და წიწაკა.
- ყაბაყი გადაიტანეთ ფორმაში, ფენებს შორის მოათავსეთ ფარში.
- სოუსი. არაჟანს დაუმატეთ კეტჩუპი, მარილი, წიწაკა და წყალი.
- მოასხით მიღებული სოუსი და მოაყარეთ ყველი.
- გამოაცხვეთ ღუმელში.