ფავორიტი კერძი – ბადრიჯნის “ნავი” ფარშითა და ბოსტნეულით

1323

რა შეიძლება მოვამზადოთ ბადრიჯნისგან განსხვავებული და გემრიელი რომ იყოს? გასტრონომია გასწავლით ბადრიჯნისგან ორიგინალური კერძის მომზადებას.

ინგრედიენტები: 

  • 4 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი
  • 300 გ შერეული ფარში
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 2-3 პამიდორი
  • 75 გ ხმელი ყველი
  • 2 თავი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ ზეთი
  • 1 ს/კ დაჭრილი ქინძი და ოხრახუში
  • პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გარეცხილი ბადრიჯანი გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ რბილობი. მიღებულ ნავის ფორმის ბადრიჯანს დავაყაროთ მარილი და დავდგათ ნახევარი საათით. ამოცლილ რბილობს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ  ნახევარი საათით. ხახვი და ნიორი დავჭრათ  წვრილად, პამიდორი კუბიკებად.
  2. ბულგარულ წიწაკას გავაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ. ხახვი და ნიორი შევწვათ ზეთში, დავუმატოთ ფარში, ვურიოთ 7-10 წუთის  განმავლობაში, დავუმატოთ გაწურული, წვრილად დაჭრილი ბადრიჯნის რბილობი და გავაგრძელოთ შეწვა 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავუმატოთ პამიდორი, ბულგარული წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, სანელებლები და შევწვათ ზომიერ  ცეცხლზე 10-12 წუთის განმავლობაში.
  3. რბილობამოჭრილი ბადრიჯნისგან გადავღვაროთ წყალი, ამოვავსოთ მომზადებული ფარშის ნარევით და ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შემდეგ ფარშიანი ბადრიჯანი გადავიტანოთ ტაფაზე, შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.
  4. მომზადებულ ბადრიჯანს დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ მაგიდასთან.