ჩემთვის ტოლმა-ერთერთი საყვარელი კერძია. ბებია ყოველთვის ამზადებს მას როცა მთელი ოჯახი ვიკრიბებით. ტოლმა ყოველთვის დიდი რაოდენობით უნდა მოამზადოთ, რადგან ის ყველა სტუმარს ძალიან მოეწონება. მახსოვს ბებიასთან მისვლისას, როგორ თუშავდა ტოლმას. შემდეგ მთელი ღამე ვისხედით და ტკბილად ვსაუბრობდით. . . ასეთი მოგონებები მაკავშირებს მე ამ კერძთან.
სხვათა შორის ბებიაჩემს ყოველთვის უყვარდა ექსპერიმენტები ტოლმის შიგთავსზე. დღეს გაგიზიარებთ ბებიაჩემის რჩეულ რეცეპტს. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა მოამზადოთ ტოლმა, მაგრამ ჩვეულებრივისაგან ძალიან განსხვავებული შიგთავსით.
როგორ მოვამზადოთ ტოლმა
ინგრედიენტები
- 1 კომბოსტო
- 1 ქათმის ფილე
- 1 ბულგალური წიწაკა
- 1 მწნილი კიტრი
- 12 მწყერის კვერცხი
- 250გ არაჯანი
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნი ზეთი
- 1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
- ლიმონის წვენი
- მარილი და პილპილი
მომზადება
1.დასაწყისისთვის მოამზადეთ კომბოსტოს ფურცლები. მოხარშეთ დარბილებამდე.
2.ცალკე მოხარშეთ მწყერის კვერცხი და ქათმის ფილე. კვერცხი გააგრილეთ, ხოლო ხორცი აწეწეთ.
3.დაჭერით ბულგარული წიწაკა და დამწნილებული კიტრი.
4.მვამზადოთ ტოლმა. აიღეთ კომბოსტოს ფურცელი და მის კუთხეში მოათავსეთ ქათმის ფილე, წიწაკა, კიტრი და ორი კვერცხი. შეახვიეთ, როგორც ჩვეულებრივი ტოლმა და მოათავსეთ ღრმა ქვაბში.
5.მოვამზადოთ სოუსი. სმეტანას აურიეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და სანელებლები. დაუმატეთ გახეხილი ყველი და კარგად მოურიეთ. სოუსი მოასხით ტოლმას და მოთუშეთ 30 წუთის განმავლობაში. ამის სემდეგ შეგიძლიათ გაიტანოთ სუფრაზე და დააგემოვნოთ.
ტოლმა ამ მარტივი რეცეპტით გამოდის სრულყოფილი. სქელი და საოცრად არომატული სოუსი, მას ხდის დაუვიწყარს, ხოლო შიქთავსი ნამდვილად გაგაოცებთ. მოამზადეთ და ასიამოვნეთ ოჯახის წევრები.