უტკბილესი თაფლის ვაჟინით გაჟღენთილი ნუშისა და დარიჩინის ბაქლავა

2069

ამ პოპულარული აღმოსავლური დესერტის ვარიაციები, რომლებშიც ძირითადად მონაცვლეობს ვაჟინის ნაირსახეობა, აგრეთვე სხვადასხვა სახეობის ნიგოზი, თხილი და ნუში, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. კულინარიის ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ტკბილეული აზერბაიჯანიდან მოდის. გასტრონომია დღეს ნუშისა და დარიჩინის ბაქლავას მოგიმზადებთ.

ინგრედიენტები:

ბაქლავა:

  • 2 ½ ფინჯანი (375 გ) ნუში, კარგად დაფქული
  • 3/4 ფინჯანი (150 გ) შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 14 ფირფიტა ფილოს ცომი, თუ გაყინულია გაალღვეთ
  • 1 ფინჯანი (250 გ) კარაქი, გამდნარი

თაფლის ვაჟინი:

  • 1 ფინჯანი (250 მლ) თაფლი
  • 1/4 ფინჯანი (60 მლ) წყალი
  • 1/4 ფინჯანი (50 გ) შაქარი
  • 1 ½ სურფის კოვზი
  • ვარდის წყალი
  • 2 სუფრის კოვზი დაკეპილი ნუში, მოსართავად

ულუფა 10-12

მომზადება: 45 წუთი

ცხობა: 40 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ბაქლავა: გააცხელეთ ელექტროღუმელი 170 გრადუსზე. (აირღუმელი დააყენეთ ნუშნულზე – 3).
  2. კარაქი წაუსვით 23×23 სმ კვადრატულ საცხობ ყალიბს.
  3. შეურიეთ ნუში, შაქარი და დარიჩინი დიდ ჯამში.
  4. გაშალეთ ცომის ფირფიტები, დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და სამზარეულოს ნოტიო ტილო (რათა ცომი არ გამოშრეს).
  5. ცომის ერთი ფირფიტა მოათავსეთ ყალიბში და კარაქი გადაუსვით.
  6. მოაყარეთ ნუშის გულსართი, ზემოდან მეორე ფირფიტა დაადეთ და ისევ კარაქი გადაუსვით. მოაყარეთ ნუში. ეს პროცედურა იქამდე გაიმეორეთ, სანამ ნუში არ გათავდება, დაახლოებით 12 ფირფიტა უნდა დაადოთ ერთმანეთს თავზე და ყველას კარაქი გადაუსვათ.
  7. დაჭერით ცომი რომბისებურად. დარწმუნდით, რომ ყველა ფირფიტა დაჭრილია.
  8. აცხვეთ დაახლოებით 40 წუთი ან სანამ ოქროსფერ-ყავისფერს არ მიიღებს.
  9. თაფლის ვაჟინი: ქვაბში, დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ თაფლი, წყალი და შაქარი. დატოვეთ, სანამ შაქარი მთლიანად გადნება. დაუმატეთ ვარდის წყალი.
  10. ღუმელიდან გამოღებულ ბაქლავას მოასხით ვაჟინი და მოაყარეთ ნუში.
  11. ნამცხვარი გააგრილეთ ყალიბში.

გემრიელად მიირთვით!

თუ მოგეწონათ ბაქლავას ეს რეცეპტი გაუზიარეთ ის მეგობრებს.