უსაფუარო ვაშლის ღვეზელს ტაფაზე ვწვავ: დეტალური რეცეპტი

513

ჩემს ოჯახს ვაშლის ღვეზელი უფრო უყვარს, ვიდრე შარლოტა ან ამერიკული ვაშლის პეროგი. ეს არომატული ცომეული ჩაიზე მისაყოლებლად ყოფნით. როგორც ხვდებით, სახლში ვაშლი დიდხანს არ ჩერდება. საბედნიეროდ, არა მხოლოდ ძალიან გემრიელი, არამედ საოცრად სასარგებლო ხილია!

ბევრი დიასახლისი ფიქრობს, რომ ღვეზელის მომზადება რთული პროცესია, რომელიც დიდ დროს მოითხოვს. სანამ საფუარის ცომა ამოვა, სანამ ღუმელი გაცხელდება, სანამ ვაშლი კარამელიზდება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომლის დახმარებით პროცესის გამარტივებას შეძლებთ. საფუარი და ღუმელი საჭირო არაა.

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ღვეზელი საფუარის გარეშე

ღვეზელის ცომი ძალინ მარტივია. მხოლოდ 1 კვერცხი და ცოტა არაჟანი დაგჭირდებათ. სხვათა შორის, რძემჟავა პროდუქტი კეფირით ან იოგურტით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები:

  • 350 გ ხორბლის ფქვილი
  • 200 გ არაჟანი
  • მწიკვი მარილი
  • 0,3 ჩ/კ სოდა
  • დარიჩინი გემოვნებით
  • 1 კვერცხი
  • შაქარი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 5 ვაშლი
  • 50 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. შიგთავსით დავიწყოთ. ვაშლს შუაგული მოაშორეთ და კუბებად დაჭერით.

2. კარაქი ტაფაზე გაადნეთ და ვაშლი 2-3 წუთით შეწვით. ბოლოს დარიჩინი დაუმატეთ და აურიეთ.

3. არაჟანი, მარილი, 3 ს/კ შაქარი, სოდა, კვერცხი და 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი აურიეთ.

4. თანდათან გაცრილი ფქვილი დაუმატეთ, რბილი და წებოვანი ცომი მოზილეთ. გადააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.

5. ცომი შუაზე გაყავით. თითოეული ფირფიტებად გააბრტყელეთ და ფორმით ან ჭიქით რგოლებად დაჭერით.

6. თითოეული რგოლის ცენტრში ცოტა შაქარი და ვაშლის შიგთავსი გემოვნებით მოაყარეთ. კიდეები შეკარით და ღვეზელის ფორმა მიეცით.

7. მზესუმზირის ზეთი ტაფაზე გააცხელეთ და ნაკერით ზემოთ მოათავსეთ. ღვეზელი ყველა მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.

უსაფუარო ვაშლის ღვეზელში შაქრის რაოდენობა გემოვნებით დაარეგულირეთ. ყველაფერი თქვენს პრეფერენციებზეა დამოკიდებული. ცომეული ნებისმიერი შიგთავსით შეგიძლიათ მოამზადოთ. ტექნოლოგია ჩაინიშნეთ და ექსპერიმენტები ჩაატარეთ. ღვეზელი თხელი ცომით და ბევრი ვაშლით უბრალოდ მაგარია!