უნგრული ხაჭოს ვატრუშკა. რეცეპტი ზარმაცი დიასახლისებისთვის

2

გაქვთ ფენოვანი ცომი საყინულეში? გამოიყენეთ! არომატული უნგრული ხაჭოს ვატრუშკა გამოაცხვეთ. ამისთვის მინიმუმ დროს დახარჯავთ. არანაირი ცომის მოზელა და ფორმირებაზე დროის დახარჯვა საჭირო არაა. ყველაფერი გაცილებით მარტივია.

შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. კლასიკური ხაჭოს ნაცვლად ხორცი და ხახვი ან ბოსტნეული და ბრინჯი შეგიძლიათ აირჩიოთ. სურვილისამებრ, ჯემი და კაკალი ან ვაშლი დაუმატეთ. საკმაოდ გემრიელი გამოვა!

როგორ გამოვაცხოთ უნგრული ვატრუშკა ხაჭოს შიგთავსით

ხაჭოს შიგთავსი ძალიან ნაზი რომ იყოს, რძემჟავა პროდუქტი სწორად მოამზადეთ. დააბლენდერეთ ან საცერში გახეხეთ. ასე შიგთავსი პირში მდნობი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ფენოვანი უსაფუარო ცომი
  • 2 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 1 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 300 გ ხაჭო
  • 2 კვერცხის გული
  • 10 გ ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:

1. ფენოვანი ცომი შეფუთვიდან ამოიღეთ. პარკი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

2. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი მაქსიმუმ 7 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. თანაბარი ზომის კვადრატებად დაჭერით. პარკი დააფარეთ, რომ არ გახმეს.

3. შიგთავსი მოამზადეთ. ხაჭო წვრილ საცერში გახეხეთ. ხაჭოს გახეხილი ლიმონის ცედრა დაუმატეთ.

4. ცალკე კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. ფაფუკი მასა ხაჭოს დაუმატეთ და ერთიანი სქელი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

5. თითოეული კვადრატის შუაში ცოტა ხაჭოს შიგთავსი მოათავსეთ. ბოლოები ცენტრში შეკარით. 15 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

6. ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. კვერცხის გული ათქვიფეთ. მომავალ ვატრუშკებს წაუსვით.

7. გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ. მზადაა!

ღუმელიდან გამოიღეთ და გაგრილება აცადეთ. სუფრაზე გატანამდე შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და ახლობლებს ცხელ ჩაისთან ერთად მიართვით. ასეთი შეკრება წარმატებულად ჩაივლის. ეჭვიც არ შეგეპაროთ.