უნგრული ნაღების წვნიანი ქამა სოკოთი: მარტივი, სწრაფი და ნოყიერი

1300

ჩემს ქმარს კატეგორიულად არ უყვარს ტრადიციული წვნიანები, ამიტომ ხშირად მიწევს კრემ-სუპებისა და რაიმე განსხვავებული წვნიანების რეცეპტების მოძიება.

ამ დღეებში უნგრული სოკოს წვნიანით ვასიამოვნე. კერძი ძალიან ნაზი, მსუბუქი და არომატული გამოდის, ამავდროულად კი შესანიშნავად ანაყრებს, ნაღები კი საუცხოო გემოს სძენს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქამა სოკო
  • 400 მლ ქათმის ბულიონი
  • 200 მლ რძე
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 2 ც ხახვი
  • 50 გრ კარაქი
  • 100 გრ არაჟანი
  • 2 ჩ.კ. ხმელი ცერეცო
  • 1 ს.კ. პაპრიკა
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით წვრილად ხახვი.

2. გარეცხეთ და დაჭერით თხელ ფენებად სოკო.

3. სქელძირიან ქვაბში დაადნეთ კარაქი, მოთუშეთ მასში ხახვი, დაამატეთ სოკო და კიდევ 10 წთ თუშეთ.

4. დაამატეთ ცერეცო, სოიოს სოუსი, ბულიონი, პაპრიკა და 15 წთ ხარშეთ.

5. ცალკე შეურიეთ რძე და ფქვილი და დაუმატეთ წვნიანს. ხარშეთ კიდევ 15 წთ.

6. ბოლოს დაუმატეთ მარილი, პილპილი, არაჟანი, კარგად მოურიეთ და ნელ ცეცხლზე დატოვეთ ცოტა ხნით.

მირთმევამდე მოაყარეთ ნებისმიერი დაჭრილი მწვანილი ან პატარა ორცხობილები. ქამა სოკოს ნაცვლად ნებისმიერი ტყის სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!