უმარტივესი, მაგრამ საინტერესო ხორცის კონვერტები

936

ცენტრალური აზიის სამზარეულო მართლაც საოცრად მრავალფეროვანი და გემრიელია. განსაკუთრებით ბევრი აქვთ ხორც პროდუქტებისგან მომზადებული კერძები. მთელს მსოფლიოში ცნობილი უზბეკური ხანუმის, სამსას და ჭაუჩვარას საუცხოო გემო.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უმარტივეს, მაგრამ ამავდროულად საინტერესო კერძის რეცეპტს.  უზბეკური კონვერტები მზადდება თხელი ცომისგან, გაგიკვირდება მაგრამ თვითონ კერძი წყალზე მზადდება, ხოლო “ბალიშად” ბოსტნეული უდევს. დაგაინტრიგეთ? მაშინ დავიწყოთ მომზადება!

ინგრედიენტები

  • კვერცხი 1 ცალი
  • წყალი 550მლ
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • საქონლის ფარში 300გ
  • ხახვი 2 ცალი
  • კარტოფილი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 50მლ
  • ტომატის პასტა 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 1,5 ჩაის კოვზი
  • სანელებლები კარტოფილისთვის გემოვნებით

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად კვერცხს დაუმატეთ, წყალი და 1 ჩაის კოვზი მარილი. დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ. მოზილეთ ცომი, შეფუთეთ და დროებით გვერდზე გადადეთ.

2.გაასუფთავეთ და დაჭერით ბოსტნეული: 1 ხახვი წვრილად, კარტოფილი და სტაფილო მსხვილად.

3.ხახვი შეწვით, დაუმატეთ კარტოფილი, სტაფილო და ტომატის პასტა. შეწვით დაახლოებით 5 წუთი. მოაყარეთ მარილი და სანელებლები.

4.ჩაასხით 500მლ წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.

5.შიგთავსისთვის წვრილად დაჭერით ხახვი, დაუმატეთ ფარშს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

6.ცომი გააბრტყელეთ თხლად, წაუსვით ზეთი. შემდეგ დაჭერით 15სმ ზოლებად.

7.თითოეული ცომის დაასაწყისში მოათავსეთ შიგთავსი და სამჯერ გადაახვიეთ ცომში, რათა მიიღოთ სამკუთხედები.

8.მოაჭერით ედმეტი ნაწილი და შეახვიეთ სამკუთხედის კუთხეები. დარჩენილი ცომისგანაც მოამზადეთ მსგავსი სამკუტხედები.

9.სამკუთხედები მოატასვეთ ტაფაზე არსებული ბოსტნეულის თავზე, ჩაასხით ცხელი წყალი, დააფარეთ თავზე და წამოადუღეთ. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 45 წუთი.

10.საბოლოოდ სამკუთხედები მოაქციეთ კიდეებში, ხოლო ბოსტნეული ცენტრში.

ეფექტური პრეზენტაცია, საოცარი არომატი და გემო – ამ კერძის 3 მთავარი კომპონენტია. გემრიელად მიირთვით!