უმარტივესი და უგემრიელესი გოგრისა და სიმინდის მაფინები

1325

მაფინები მარტივად და სწრაფად მზადდება. ამასთან, ჯანსაღი საკვებია და ორგანიზმს ენერგიით ავსებს.

პროშუტო – იტალიური შაშხის სახეობაა.

ინგრედიენტები:

  • 225 გ (1- 1/2 ჭიქა) საფუვრიანი ფქვილი
  • 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 180 გ გოგრა
  • 120 გ (1 ჭიქა) დაკონსერვებული სიმინდი
  • 60 გ პროშუტო
  • 30 გ ( 1/4 ჭიქა) ყველი
  • პარმეზანი
  • 2 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 180 მლ (3/4 ჭიქა) რძე
  • 90 მლ (1/3 ჭიქა)
  • იოგურტი (ხილის გარეშე, უშაქრო)
  • 2 ს/კ გოგრის თესლი

მომზადების წესი:

  1. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. მაფინის 6 ფორმას ცხიმი წაუსვით.
  2. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით, დაუმატეთ კანგაცლილი, მსხვილად გახეხილი გოგრა და ყველი, სიმინდის მარცვლები, მსხვილად დაჭრილი შაშხი და წვრილად დაჭრილი ხახვი.
  3. კვერცხები, რძე და იოგურტი ათქვიფეთ და ფქვილთან მასას შეაზილეთ. ცომი კოვზით  გადაიტანეთ მომზადებულ ფორმებში. თითოეულს გოგრის თესლი მოაყარეთ.
  4. აცხვეთ 25-30 წთ, ცენტრში ხის ჩხირი ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, მაფინი მზად არის.
  5. 5 წთ ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ – ცხაურზე. სუფრაზე თბილი ან გრილი მიიტანეთ.