უგემრიელესი ხორცი ქურაში: საიდუმლო მარინადში იმალება!

1175

ასე მომზადებული ხორცი ენით აღუწერლად გემრიელი გამოდის! მისი მთავარი საიდუმლო მარინადში იმალება, რომელშიც ნეკნები უნდა დაამარინადოთ. დღეს რეცეპტში ღორის ნეკნებს გამოვიყებეთ თუმცა ამ მარინადის გამოყენება ნებისმიერ ხორცთან შეგიძლიათ. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები:

  • ღორის ნეკნები – 1.5 კგ
  • ნიორი – 2 კბილი
  • სოიოს სოუსი – 4 სუფრის კოვზი
  • თაფლი – 1 სუფრის კოვზი
  • ფრანგული მდოგვი – 1 სუფრის კოვზი
  • უბრალო მდგოვი – 1 სუფრი კოვზი
  • მწვადის სოუსი – 2 სუფრის კოვზი
  • მზენარეული ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • ხახვი – 3-4 ცალი (საშუალო ზომის)
  • მარილი, წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესი:

ღრმა ჭურჭელში ჩაასხით შოიოს სოუსი, ფრანგული მდოგვი (მარცვლებით) და უბრალო მდოგვი, შემდეგ დაუმატეთ მწვადის სოუსი (ან კეტჩუპი) და თაფლი. ვამატებთ დანაყულ ნიორს, მარილს და წიწაკას გემოვნებით. შემდეგ ჩაასხით ზეთი და მოურიეთ თაფლის სრულად გახსნამდე! მარინადი მზად არის!

შემდეგ ნეკნები, ხორციან მხარეს, ძვლებს შორის რამდენიმე ადგილას ჩაჭერით – ისე რომ ხორცი ბოლომდე არ გაიჭრას. ხორცი ჩაუშვით მარინადში – გაჭრილი ადგილებით ქვემოთ და ბოლომდე დაფარეთ მარინადით. გადააფარეთ ცელოფანი ან დაახურეთ სახურავი და მაცივარში 1.5-2 საათით შედგით.

ხორცს ხახვის “ბალიშზე” გამოვაცხობთ. ამისთვის ხახვი რგოლებად დაჭერით. ჟარუნაზე დააფინეთ საცხობი სახელო და ერთ ფენად მოაყარეთ ხახვი. ხახვზე კი დამარინადებული ხორცი დაალაგეთ. მორჩენილი მარინადის ნახევარი კი ნეკნებს კოვზით, ფრთხილად მოასხით. საცხობი სახელოდან ჰაერი გამოუშვით და ბოლოები მოუკარით.

ღუმელი 220 გრადუსზე გააცხელეთ და შედგით ჟარუნა. აცხვეთ 40-45 წუთი.

გამოიღეთ ჟარუნა ღუმელიდან, საცხობ სახელოს თავი ისე წააჭერით, რომ ნავის ფორმა მიიღოს და ხორცს დარჩენილი მარინადიც მოსახით.

კიდევ ერთხელ შედგით ის 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.

ხორცი მზად არის, გემრიელად მიირთვით!