უგემრიელესი ხვეულების რეცეპტი ქლიავის შიგთავსით

1391

ალბათ, ყველა ბავშვის საყვარელი დესერტი – საშინაო პირობებში გამომცხვარი ხვეულებია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ცომი, თუ დესერტის შიგთავსი ტკბილი შედედებული რძე, მარწყვის მურაბა ან ყაყაჩოს თესლი და ქიშმიშია. ჩვენ კი დღეს გთავაზობთ ხილიანი ხვეულების რეცეპტს, რომელიც არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც მოგეწონებათ.

ხვეულები ქლიავის შიგთავსით ძალიან მარტივად მზადდება. ზაფხულობით ცოცხალი ხილი, ხოლო ზამთარში ქლიავის კონსერვი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გვერწმუნეთ, დესერტი ასე უფრო გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 160 მლ რძე
  • 100 გრ შაქარი
  • 125 გრ კარაქი
  • 8 ც ქლიავი
  • მწიკვით მარილი
  • 7 გრ საფუარი
  • 4 ც ჯვერცხი
  • 600 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადების წესი

1. ოდნავ გაათბეთ რძე და გახსენით მასში საფუარი. დაუმატეთ 3 ცალი კვერცხი, ნახევარი შაქარი, მწიკვით მარილი და გამდნარი კარაქი. ხელის სათქვეფით შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს. შემდეგ თანდათან დაუმატეთ და მოზილეთ რბილი ცომი.

2. დაამრგვალეთ ცომი, მოათავსეთ თასში და ზემოდან საკვები ცელოფანი გადააკარით. შეინახეთ ცომი თბილ ადგილას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ცომი 2-ჯერ უნდა გაიზარდოს მოცულობაში (რომ ეყოს 16 ხვეულას).

3. მწიფე ქლიავს მოაშორეთ კურკები. შუაზე გაყოფილ ხილს მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი, მოურიეთ და გააჩერეთ. საჭირო დროის გასვლის შემდეგ ცომი კვლავ მოზილეთ და გაყავით ორ ნაწილად. თითოეული გაიყვანეთ მრგვალ ფირფიტად და დაჭერით 8-8 თანაბარ ნაწილად.

თითოეული ნაჭრის ფართე მხარეს მოათავსეთ ქლიავის ნახევარი. გაკეთეთ ხვეულები. დაალაგეთ ხვეულები საცხობ ლანგარზე და გააჩერეთ ნახევარი საათით. ამ დროის განმავლობაში გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. შემდეგ თითოეულს წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 15-20 წუთით.

გემრიელად მიირთვით!