ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი ბადრიჯნისგან. უბრალოდ თითებს ჩაიკვნეტთ. აუცილებლად გასინჯეთ.
ინგრედიენტები
- ბადრიჯანი 2 ცალი
- ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
- ორეგანო გემოვნებით
- პომიდორი ჩერრი 200გ
- მოცარელა 125გ
- მარილი
- წიწაკა ჩილი
- კაპერსი 1 სუფრის კოვზი
- საფანელი 2 სუფრი კოვზი
მომზადება
1.კარგად გარეცხეთ და მოაჭერით ბოლოები.
2.გაჭერით გრძელ თხელ ფირფიტებად.
3.ცალკე ჯამში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ ორეგანო, მარილი და მოურიეთ.
4.გამოსაცხობ ფორმაზე გადაანაწილეთ ბადრიჯანი.
5.სილიკონის ფუნჯით წაუსვით სოუსი ორივე მხრიდან.
5.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.
6.პომიდორი დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ ცალკე ჯამში.
7.დაჭერით მოცარელა და დაუმატეთ პომიდორს.
8.მოაყარეთ წიწაკების ნარევი, საფანელი, კაპერსი და მორიეთ.
9.გამოიტანეთ ბადრიჯანი ღუმელიდან და გადაანაწილეთ გულსართი.
10.გამაოაცხვეთ დამატებით 15 წუთი 180 გრადუსზე.
11.მოათავსეთ თეფშზე და გააფორმეთ.
გემრიელად მიირთვით!