დღეს გასტრონომია გთავაზობთ რბილი, ფუფულა და გემრიელი ქათმის ღვეზელის რეცეპტს. გულსართს შეგვიძლია დავუმატოთ გახეხილი ყველი, მოხარშული და დაჭრილი ისპანახი, სხვადასხვა მწვანილი და სანელებელი.
ინგრედიენტები:
ცომი
- 0,5 ჭიქა მაიონეზი
- 7 სავსე ს.კ. ფქვილი
- 2 ცალი კვერცხი
- 0,5 ჭიქა წყალი
- მწიკვი მარილი
გულსართი
- 200 გ ქათმის ფილე
- 300 გ კარტოფილი
- 1 ს.კ. კარაქი
- მარილი
მომზადების წესი:
- ქათმის ხორცი 5 წუთის განმავლობაში ვადუღოთ და გადავწუროთ.
- კარტოფილი გაფცქვენით, მარილიან წყალში 10 წუთი ვადუღოთ და გადავწუროთ.
- ქათმის ხორცი და კარტოფილი პატარა ზომის კუბებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი.
- კვერცხი და მარილი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მაიონეზი, წყალი და ფქვილი. უნდა მივიღოთ არაჟნის სისქის მასის ცომი.
- ფორმას წავუსვათ კარაქი და ცომის ნახევარი ჩავასხათ. ზედ გადავანაწილოთ გულსართი და კვლავ ცომი დავასხათ. ზემოდან ლამაზად მოვასწროთ.
- გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში.