უგემრიელესი ფუნთუშები

1054

რა ჯობია არომატულ და ფაფუკ დესერტს? ხრაშუნა ზედაპირი და უგემრიელესი გული, ხილის შიგთავსით – ეს არის დესერტი, რომელზეც გიჟდებიან ბავშვები.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ამ მარტივად მოსამზადებელი ფუნტუშებს რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • რძე 250მლ
  • მარგარინი 50გ
  • კვერცხი 2
  • შაქარი 4 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ვანილი 10გ
  • საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • კარაქი 1 სუფრის კოვზი
  • ქლიავის ჯემი გემოვნებით

მომზადება

1.გააცხელეთ რძე. მასში გახსენით საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი. დაუმატეთ 2-3 სუფრის ოვზი ფქვილი. მოურიეთ და დაელოდეთ 10 წუთი.

2.ცალკე ჯამში მოათსვსეთ გამღვალი მარგარინი, დაუმატეთ კვერცხი, 2,5 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილი, მცენარეული ზეთი და მარილი. კარგად მოურიეთ.

3.ზემოდან მოაყარეთ ცოტა გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

4.ქვაბი დაამუშავეთ მცენარეული ზეთით. მასში მოათავსეთ ცომი. დააფარეთ ნაჭერი და სითბოში შეინახეთ 2 საათი.

5.დროის გასვლის შემოდეგ ამოიღეთ ცომი. მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით. ხელები ზეთში დაისველეთ და ცომი 12 ნაწოლად გაყავი.

6.თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ და შუაში მოთავსეთ შიგთავსი. ცომს მოაყარეთ ფქვილი და დაამრგვალეთ.

7.მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა. დაამუშავეთ კარაქით მასში ცოტაოდენი დაშორებებით მოათავსეთ ცომის ბურთულები.

8.ცომის კუთხეებს მცენარეული ზეთი წაუსვით.

9.ცომის ბურთულებს გადააფარეთ და დაელოდეთ 20 წუთი.

10.ცალკე ჯამში აურიეთ 1 კოვზი კარაქი, 2-3 სუფრის კოვზი ფქვილი და დარჩენილი შაქარი. კარგად მოურიეთ.

11.ფუნთუშებს წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ მომზადებული მასა. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.

ეს რეცეპტი მართლაც, რომ უნივერსალურია. ის შეგიძლაით შიგთავით და მის გარეშეც მოამზადოთ. გემრიელად მიირთვით!