ალბათ დაფიქრებულხართ, რამხელა გზას გადის კერძი თქვენს მაგიდაზე მოხვედრამდე. მაგალითად ყაყაჩოს შიგთავსიანი ფუნთუშა, რომელსაც ნებისმიერ საცხობში იპოვით.
ეს დესერტი ძალიან ცნობილია მთელს მსოფლიოში. თავდაპირველად ფუნთუშებს მხოლოდ ფეოდალები მიირთმევდნენ, უბრალო ქრისტიანები მხოლოდ პურს მიირთმევდნენ. ფუნთუშის შექმნის იდეა სამეფო კონდიტერს მოუვიდა აზრად, ინდოეთიდან დაიწყო თაფაკვერის წარმოება.
დროის გასვლის შემდეგ ფუნთუშებს უკვე ქუჩაში ყიდდნენ, განსაკუთრებით ეს ბიზნესი წარმატებული იყო ბრიტანეთში.
ინგრედიენტები
- რძე 265მლ
- შაქარი 5 სუფრის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
- კარაქი 100გ
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი 0,25 ჩაის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 500გ
- კვერცხის გული 1 ცალი
- ვანილი
მომზადება
1.დაიწყეთ ცომით: თბილ რძეს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და საფუარი. დაელოდეთ 5 წუთი.
2.შემდეგ დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილი, გამღვალი კარაქი, მარილი. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი და დაელოდეთ ამოფუებას.
3.მოამზადეთ ყაყაჩოს შიგთავსი. მშრალ ყაყაჩოს დაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 30 წუთი. გაცერით, მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და დააბლენდერეთ.
4.გააბრტყელეთ ცომი და წაუსვით გამღვალი კარაქი 50გ. გადაანაწილეთ შიგთავსი და დაახვიეთ ცომი რულეტისებურად.
5.გაყავით რულეტი 9 ნაწილად და წაუსვით კვერცხის გული ათქვიფეილი რძესთან ერთად. გამოაცხეთ 190 გრადუსზე 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!