უგემრიელესი სოკოს კოტლეტების რეცეპტი

1335

სადილისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია კარტოფილის პიურე ხორციან, წვნიან კოტლეტთან ერთად, მაგრამ თუ არ გაქვთ ხორცის ფარში, ნუ გადაიფიქრებთ მათ მომზადებას. ფარშის მომზადება სხვადასხვა პროდუქტითაც შეიძლება, მთავარია გემრიელი გამოვიდეს. დღეს ჩვენ გასწავლით სოკოს კოტლეტების რეცეპტს. იგი არაფრით განსხვავდება ხორცის კოტლეტისგან და არც გემოთი ჩამოუვარდება მას.

სოკოს კოტლეტები 

ინგრედიენტები

  • 1 კგ სოკო
  • 2 თავი ხახვი
  • 4 ც კვერცხი
  • 4 ს.კ. პურის ნამცეცები
  • 4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. წვრილად დაჭერით სოკო და მოხარშეთ დამარილებულ წყალში. ნებისმიერი სახეობის სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ.

2. წვრილად დაჭერით ხახვი.

3. ათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ დაუმატეთ მას სოკო, ხახვი, 2 ს.კ. პურის ნამცეცები, მარილი და პილპილი და კარგად მოურიეთ.

4. ფარშისგან მოამზადეთ კოტლეტები და ამოავლეთ გახუხული პურის ნამცეცებში.

5. სოკოს კოტლეტები შეწვით მზესუმზირის ზეთში 10 წუთის განმავლობაში.

აი, ასე მზადდება სოკოს კოტლეტები სულ რამდენიმე წუთში. გემრიელად მიირთვით!