უგემრიელესი ნამცხვარი მარწყვის და ატმის ჯემით

885

თუ სახლში ჯემები და მურაბები გაქვთ, აუცილებლად მოამზადეთ ეს დესერტი.

ცომი გამოდის საოცრად ფაფუკი, ძალიან მოსწონთ ბავშვებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ჯემი ან მურაბა. მე უმეტესად ატმის და მარწყვის მიქსს ვიყენებ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 430გ
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 125გ
  • ხაჭო 80გ
  • რიაჟენკა 50მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მარწყვის მურაბა 150გ
  • ატმის ჯემი 150გ
  • მარილი და შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ რიაჟენკა, ხაჭო, კვერცხი, მარილი და შაქარი.

2.დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. კარგად მოურიეთ.

3.გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოაყარეთ ხაჭოს მასას და მოზილეთ ცომი.

4.გადაახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მინიმუმ 30 წუთი მაცივარში.

5.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. მეოთხედი ცომი გამოყავით მთლიაბისგან და შეინახეთ მაცივარში. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ. მოათავსეთ ფორმაში, დაჩხვლიტეთ. გამოაცხეთ 15 წუთი.

6დარჩენლი ცომისგან მოამზადეთ დეკორი.

7.გადაანაწილეთ ჯემი და მურაბა. გააფორმეთ.

8.გამოაცხეთ 20 წუთი იმავე ტემპერატურაზე.

გემრიელად მიირთვით!