უგემრიელესი მწვადები ქათმის თეძოებისგან

2324

რის გამო გვიყვარს მწვადი? ხრაშუნა კანის, კარგად შებოლილი არომატული ხორცისა და შეუდარებელი გემოს გამო. და რის გამო არ გვიყვარს ის? ცეცხლის ხშირად შემოწმების აუცილებლობის, ხორცის არასწორი ნაწილი შერჩევისა და ზედმეტად დამარილების საშიშროების გამო. მიუხედავად ამისა, ხანდახან გვსურს მოვამზადოთ წვნიანი და გემრიელი ქათმის მწვადები უპრობლემოდ.

ამისათვის, უნდა შეარჩიოთ ქათმის უფრო ცხიმიანი ნაწილი, და კერძოდ-თეძოები. ჩვენმა რედაქციამ ზუსტად იცის, რომ ქათმის სწორედ ეს ნაწილია იდეალური მწვადების მოსამზადებლად. ახლა მთავარია სწორად მოამზადოთ მარინადი და ამისათვის თქვენ გაზიანი მინერალური წყალი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 4 ც ქათმის თეძო
  • 1,5 ს.კ. მაიონეზი
  • 3 ც ხახვი
  • 200 მლ გაზიანი მინერალური წყალი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. ძმარი

მომზადების წესი

1. დააცალკევეთ და მსხვილად დაჭერით ქათმის თეძოები ძვლიანად. შეგიძლიათ მთლიანი ქათმის ბარკალი გამოიყენოთ, ეს იაფიცაა და გემრიელიც.

2. ხორცის ნაჭრები თანაბრად შეასუნელეთ და გააჩერეთ 30 წუთით.

3. შემდეგ დაასხით მათ გაზიანი მინერალური წყალი, დაუმატეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ ინგრედიენტები. გააჩერეთ 10 წუთით. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ ხახვი: დაჭერით იგი თხელ რგოლებად და შეურიეთ ძმარი.

4. ხორცის ნაჭრები წამოაცვით შამფურზე ძვლების გასწვრივ და შეწვით დაახოებით 20 წუთის განმავლობაში. მიირთვით დამარილებულ ხახვთან და მწვანილთან ერთად.