უგემრიელესი კერძი “საახალწლო სანთლები”

1003

ზეამთრის დღესასწაულები, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნე მიზეზია ახალი რეცეპტების შესაცნობად. ზოგი კულინარიულ გადაცემებს უყურებს, ზოგი უკვე არჩევს ჭურჭელს სადღესასწაულო კერძებისთვის. რას ფიქრობთ კლასიკურ კერძებზე? რომლებც არ კარგავენ თავიანთ გემოს.

“საახალწლო სანთლები” – სადღესასწაულოდ შეუცვლელი კერძია. ქაშაის და ჭარხლის დუეტი ქაშაყის სალათ “შუბას გაგახსენებთ”, მაგრამ “საახალწლო სანთლების” დიზაინი ნამდვილად მოგიყვანთ საახალწლო განწყობაზე.

ინგრედიენტები

  • ჭარხალი 1 ცალი
  • ქაშაყი 100გ
  • პური 50გ
  • ჟელატინი 10გ
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • ლიმონი გემოვნებით

მომზადება

1.ჭარხალი გარეცხეთ და მოხარშეთ. პური დაჭერით საშუალო ზომაზე. მრგვალი ფორმის დახმარებით (ფორმის დიამეტრი დაახლოებით უნდა იყოს 6,5სმ) ამოჭერით პურისგან წრეები.

2.ჭარხალი დაჭერით კუბიკებად, მაიონეზთან ერტად ბლენდერით მიიყვანეთ კრემისებურ კონსესტენციამდე. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ქაშახის ფილე დაჭერით. ჟელე გახსენით 2 სუფრის კოვზ თბილ წყალში.

3.ჟელატინს დაუმატეთ ჭარხლის მასა, ათქვიფეთ ბლენდერით. ფოლგის დახმარებით შექმენით მრგვალი ფორმები, რომლის დიამეტრი უნდა ემთხვეოდეს ამოჭრილი პურის დიამეტრს, ხოლო სიმეაღლე უნდა იყოს 7სმ.

4.ფორმის ზირას მოათავსეთ პურის ნაჭერი. მასზე მოატავსეთ 2 ჩაის კოვზი დაჭრილი ქაშაყი. თევს ზემოდან მოასხით 3 სუფრის კოვზი ჭარხლის მასა. ფორმირებული კერძი მაცივარში შეინახეთ მინიმუმ 30 წუთით.

ამასობაში დაჭერით ლიმონი (საჭიროა 2-3 ნაჭერი), დაყავით სამკუთხედებად. როცა კერძი საბოლოოდ გაგრილდება, ლიმონის ნაწრები მოათავსეთ მის თავზე ცეცხლის მსგავსად. გახსოვდეთ, სითბოში ისინი მალე ლღვებიან და კარგავენ ფორმას. გემრიელად მიირთვით!