ღვეზელისა და და ხილის ტარტის ცომი უნდა მომზადდეს რაც შეიძლება სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ ინგრედიენტები არ გათბეს (დარბილდეს). ჯობს სამზარეულოს კომბაინის გამოყენება, თუ რასაკვირველია გაქვთ. სრული დამუშავებისთვის მაქსიმუმ 1 წუთი დაგჭირდებათ.
გასტრონომია დღეს საუცხოო ვაშლის ღვეზელს მოგიმზადებთ. ფხვიერი ცომის ინგრედიენტების ის რაოდენობა, რომელიც აქ არის მოცემული, საკმარისია 23-25 სმ დიამეტრის ერთი ღვეზლის მოსამზადებლად.
ინგრედიენტები:
ცომი:
- 375 გ ფქვილი
- 1/2 ჩაის კოვზი მარილი
- 2/3 ფინჯანი კარაქი ან 1/3 ფინჯანი კარაქისა და 1/3 მცენარეული ცხიმის ნაზავი
- დაახლოებით 7 სუფრის კოვზი ცივი წყალი; დამატებით – თუ საჭიროა
გულსართი:
- 750 გ მომჟავო ვაშლი (6-7 ცალი საშუალო ზომის)
- 100 გ შაქარი; დამატებით – 1 სუფრის კოვზი მოსაყრელად
- 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ან ლიმონის ახალგამოწურული წვენი
- 2 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 2 სუფრის კოვზი რძე, ზემოდან წასასმელად
ულუფა: 6-8
მომზადება: 30 წუთი +30 წუთი გასაცივებლად
ცხობა: 40 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- ფხვიერი ცომი: ფოტოებზე მოცემულია რეცეპტის ნაბიჯ-ნაბიჯ მომზადების ინსტრუქცია, რომელიც ზუსტად უნდა დაიცვათ. მომზადებული ცომი სულ ცოტა 30 წუთი მაინც გააცივეთ.
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 220 გრადუსზე. (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 7) და ყალიბი ღუმელში შედგით.
- გულსართი:გათლილ, გულამოღებულ ვაშლებს შეურიეთ შაქარი, ფორთოხლის წვენი, ფქვილი და დარიჩინი.
- ცომი ორად გაყავით, ერთი მეორეზე ოდნავ დიდი უნდა იყოს.
- მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და ცომის შედარებით დიდი გუნდა გააბრტყელეთ ისე, რომ 25 სმ დიამეტრიან ყალიბს მოერგოს. კარგად გადაანაწილეთ მთელ ფართობზე, კიდეებიც ამოუყვანეთ. გულსართი კოვზით ჩადეთ ცომში.
- მეორე, პატარა ცომის გუნდა გააბრტყელეთ, კიდეები ოდნავ წყლით დაასველეთ, ზემოდან დააფარეთ და ორივე ნაწილის გვერდები ხელით შეაწებეთ. ზედმეტი ცომი მოაცილეთ.
- ზედა ნაწილი ორგან ჩაჭერით, რომ ცხობისას ორთქლი ამოვიდეს. ფუნჯით გადაუსვით რძე და შაქარი მოაყარეთ.
- აცხვეთ 10 წუთი. დაუწიეთ ცეცხლს 190 გრადუსზე და აცხვეთ კიდევ 30 წუთი, სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება.
- სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან ცივი.