უგემრიელესი დაბეგვილი ხორცი 25 წუთში: გიზიარებთ გენიალურ ხრიკს

1563

როდესაც რაიმე ხორცის კერძის მირთმევის სურვილი გიჩნდება, თან რაც შეიძლება სწრაფად, მოამზადეთ დაბეგვილი ხორცი. კერძი უმარტივესია, მაგრამ ძალიან გემრიელი.

ჩვენი რეცეპტი იმით არის კარგი, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი ხორცი გამოიყენოთ: ფრინველის თუ საქონლის. მომზადებას კი დიდი დრო არ სჭირდება. უბრალოდ, შეურიეთ ლიმონის, არაჟნისა და ხახვის ნაზავში და მომზადებამდე შედგით მაცივარში 2 დღით. შეწვამდე კი დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიეტები და მოურიეთ.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ხორცი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ც ხახვი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით წვრილად ხორცი, მოათავსეთ ქვაბში. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, კვერცხი, ლიმონის წვენი, სახამებელი, არაჟანი, მარილი და პილპილი. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 15 წუთით.

2. გაახურეთ ტაფაზე ზეთი. კოვზით დაასხით ხორცის მასა მრგვალი ალადების მსგავსად. დააფარეთ თავსახური და შეწვით სანამ ხორცი არ გათეთრდება, შემდეგ გადააბრუნეთ და შეწვით თავსახურის გარეშე.

თუ აღმოსავლური გემოები გიყვართ, ჩაანაცვლეთ არაჟანი 2 ს.კ. სოიოს სოუსით, დაამატეთ 1 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი და კუნჯუთი გემოვნებით. უჩვეულო და უგემრიელესი კერძი გამოვა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!