გურულებისთვის ეს კერძი კარგად არის ცნობილი. გასტრონომიამ გურულ “ცხარეზე” შეაჩერა არჩევანი.
ინგრედიენტები:
- ხორცი 1 კგ
- ხახვი 3-4 თავი
- ნიორი 2-3 კბილი
- პამიდვრის პასტა 2-3 სუფრის კოვზი
- ხმელი ქინძი 1 ჩაის კოვზი
- ნედლი ქინძი 30 გ
- შაშკვლამი 20 გ
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- საქონლის მსუქანი ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავრეცხოთ და ჩავყაროთ ქვაბში. წყალი დავასხათ ისე, რომ ხორცი დაიფაროს და დავდგათ მოსახარშად.
- ხორცს ცოტა რომ დააკლდება მოხარშვა, მოვხადოთ ცხიმი, წვენი გადავწუროთ და ხორცი ხახვთან ერთად ამ მოხდილ ცხიმში ჩავხრაკოთ.
- შემდეგ დავუმატოთ წყალში გახსნილი პამიდვრის პასტა და 5 წთ წამოვადუღოთ.
- დავუმატოთ ნედლი და ხმელი ქინძი, შაშკვლამი, ნიორი,წიწაკა და მარილი. ვადუღოთ 5-10 წთ.
- დავამატოთ გადაწურული ნახარში, წამოვადუღოთ და კერძი მზადაა.
გურულებო შეგვიფასეთ ნახელავი.