უგემრიელესი ბლინები ქათმის ღვიძლის გულსართით

ბლინები ქათმის ღვიძლის გულსართით – უგემრიელესი და ძალიან მარტივი კერძია, რომელსაც უფროსებიც და ბავშვებიც სიხარულით მიირთმევენ.

ინგრედიენტები:

  • 500 მილიგრამი რძე
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 5 სუფრის კოვზი ზეთი
  • 200 გრამი ფქვილი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 300 გრამი ქათმის ღვიძლი
  • 50 გრამი სტაფილო
  • 100 გრამი ხახვი
  • 30 გრამი კარაქი
  • 1/2 ჩაის კოვზი წიწაკა

მომზადების წესი:

1. წვრილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი

2. კარგად გარეცხეთ ქათმის ღვიძლი და პატარა ნაჭრებად დაჭერი

3. ტაფაზე მოწვით ხახვი და სტაფილო

4. ტაფაზე ქათმის ღვიძლია მზაობამდე შეწვით, არ დაგავიწყდეთ მისი ამრილით შეზავება.

5. ქათმის ღვიძლია და ბოსტნეული ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ.

6. ცომისთვის კვერცხი, ფქვილი, შაქარი და მარილი აურიეთ.

7. მოზილეთ ცომი.

8. როდესაც ცომის მასა ერთგვაროვანი გახდება,ნელ-ნელა რძე დაუმატეთ. ფრთხილად ურიეთ.

9. ბლინები კარგად გაცხელებულ, ზეთწასმულ ტაფაზე გამოაცხვეთ.

10. ღვიძლის გულსართი ბლინებში მოათავსეთ.

11. ფრთხილად გადაახვიეთ.

ბლინები მზად არის. შეგიძლიათ მიირთვათ ცივად ან შემწვარი.

რჩევა: ბლინების შესაწვავად, თანამედროვე ტაფის ნაცვლად აჯობებს თუჯის ტაფა გამოიყენოთ. მასზე მარილი კარგად გააცხელეთ, 5 წუთის შემდეგ მარილი გადაყარეთ, ტაფას მშრალი ტილო მოუსვით, ზეთი წაუსვიტ და ბლინები გამოაცხვეთ.