უგემრიელესი ბლინები რძეზე – ბებიის რეცეპტის მიხედვით

1544

ძალიან გემრიელი და ნაზი ბლინები ბებიის რეცეპტის მიხედვით. თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ შიგთავსი და შექმენით ნამდვილი შედევრი.

ამ ინგრედიენტებით თქვენ მიიღბთ 40 ბლინს.

ინგრედიენტები

  • 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1 ჭიქა ცხელი წყალი
  • ვანილი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი და ათქვიფეთ.
  2. ჩაასხით რძე, ზეთი და მოურიეთ.
  3. დაუმატეთ ცხელი წყალი, სახამებელი და ისევ მოურიეთ.
  4. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი.
  5. ტაფას წაუსვით ზეთი, გააცხელეთ, დაასხით ცომი და შეწვით.

გემრიელად მიირთვით!