უგემრიელესი ბლინების რეცეპტების კრებული – არ გამოტოვოთ!

1388

გაზაფხულს აუცილებლად უნდა შევხვდეთ უგემრიელესი ბლინებით და ოლადებით. დღეს მე 5 განუმორებელ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ეს რეცეპტები ბეებიის კულინარიული წიგნიდან ამოვწერე. საუკეთესოები ავარჩიე და მზად ვარ თქვენთან ერთად მოვამზადო.

მოდით დავიწყოთ!

ფაფუკი ბლინები რძეზე

ინგრედიენტები

  • 150მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი
  • 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 100გ ფქვილი
  • მარილი

მომზადება

  1. განაცალკევეთ ცილა და გული. ათქვიფეთ გული რძესთან ერთად.
  2. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ სხამებელი და გამაფხვიერებელი.
  3. ფქვილი დაუმატეთ რძის მასას და კარგად მოურიეთ.
  4. ათქვიფეთ ცილა და მარილი.
  5. ცომის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ათქვეფილი ცილა და ფრთხილად მოურიეთ სილიკონის ნიჩბით.
  6. მშრალ ტაფაზე გამოაცხეთ ბლინები. მოასხით თაფლი და მიირთვით.

მოხვეული ბლინები

ინგრედიენტები

  • 500მლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 250გ ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  •  ხახვი
  • 800გ სოკო
  • 400გ ქათმის ფილე
  • 150გ ფენოვანი ცომი
  • 50გ მწვანე ხახვი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

  1. კვერცხს დაუმატეთ შაქარი და მოასხით რძე.
  2. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და კარგად მოურიეთ. მზა ცომს მოასხით მცენარეული ზეთი, ისევ მოურიეთ.
  3. პირველი ბლინისთვის წაუსვით ტაფას ცხიმი და გააცხელეთ. გამოაცხეთ თხელი ბლინები.
  4. ქათმის ფილე დაჭერით წვრილად. გარეცხეთ სოკო და წვრილად დაჭერით.მრგვლად დაჭერით ხახვი.
  5. მოთუშეთ ქათამუ, სოკო და ხახვი ზეთზე 15-20 წუთი.
  6. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დაჭერით მწვანე ხახვი და დაუმატეთ შიგთავსს.
  7. გულსართი მოათავსეთ ბლინში, მოახვიეთ და შეკარით მწვანე ხახვით.

წიწიბურის ბლინები

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 300მლ რძე
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 50გ ხორბლის ფქვილი
  • 50გ წიწიბურის ფქვილი

მომზადება

  1. კვერცხს დაუმატეთ შაქარი და მარილი. მოასხით ზეთი და რძე. კარგად გადაურიეთ.
  2. ცალკე ჯამში მოათავსეთ წიწიბურის და ხორბლის ფქვილი. გაცერით და დაუმატეთ თხევად ინგრედიენტებს. მოზილეთ ცომი.
  3. ტაფას წაუსვით ზეთი და გამოაცხეთ ბლინები ორივე მხრიდან.

ბლინები “გურმანი”

ინგრედიენტები

  • 500მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 250გ ფქვილი
  • 500გ ხაჭო
  • 20გ გამომშრალი გარგარი
  • 15გ ქიშმიში
  • 20გ ნიგოზი

მომზადება

  1. მოზილეთ ბლინების ცომი. ცხელ ტაფაზე გამოაცხეთ თხელი ბლინები. დაიწყეთ გულსართის მზადება.
  2. დააბლენდერეთ ხაჭო. ქიშმიში, გამომშრალი გარგარი და შავი ქლიავი ჩაალბეთ ცხელ წყალში 5 წუთი. შემდეგ წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ხაჭოს.
  3. ნიგოზი დააქუცმაცეთ და შაქართან ერთად დაუმატეთ ხაჭოს მასას.
  4. თითოეულ ბლინზე მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი და შეფუთეთ კონვერტისებურად.

“მეფური” ბლინები

ინგრედიენტები

  • 500მლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 250გ ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • წითელი ხიზილალა
  • 20გ კარაქი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან ერთად.
  2. ჩაასხით რძე და მოურიეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომს მოასხით ზეთი და ისევ მოურიეთ.
  3. ცხელ ტაფაზე გამოაცხეთ ბლინები.
  4. თითოეულ მზა ბლინს წაუსვით კარაქი.
  5. გულსართად მოათავსეთ ხიზილალა და შეკარით კონვერტისებურად.

გემრიელად მიირთვით!