ტოფუ – სოიის პროდუქტი. უწოდებენ “სოიის ხაჭოსაც”. ამზადებენ სოიის რძისგან. აქვს ნატურალური გემო.
სატაი, იგივე სატე – შამფურზე წამოცმულ ხორცს, ზღვის პროდუქტებს ან ბოსტნეულს გრილზე წვავენ და სუფრაზე საწებელთან ერთად მიაქვთ. ეს ინდონეზიური კერძია.
მიირთმევენ მიწის თხილის საწებელთან ერთად.
ინგრედიენტები:
ტოფუ სატაისთვის:
- 2 ს/კ მიწის თხილის ზეთი
 - 350 გ მყარი ტოფუ
 - მარილი, შავი პილპილი
 
მიწის თხილის საწებლისთვის:
- 90 მლ (1/2 ჭ) მიწისთხილის ზეთი
 - 250 გ მოუხალავი მიწის თხილი
 - 4 ხახვი
 - 2 კბილი ნიორი
 - 1/2 ჩ/კ ხმელი წიწაკა
 - 1 წით. მწარე წიწაკა
 - 1 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
 - 1 ს/კ სოიის რუხი საწებელი
 - 400 მლ (1 2/3) წყალი
 - 1 ლიმონი წვენი
 
მომზადების წესი:
- ტოფუ სატაი: ზეთი დიდ ვოკში მაღალ ცეცხლზე გააცხელეთ. შეწვით ტოფუს კუბები, ვიდრე ხრაშუნი და მოოქროსფრო გახდება. ცოტა მარილითა და პილპილით შეაზავეთ. თბილად შეინახეთ.
 - მიწის თხილის საწებელი: ზეთი ვოკში გააცხელეთ, შემდეგ მიწის თხილი მოხალეთ, განუწყვეტლივ ურიეთ, ოდნავ გააგრილეთ და სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე.
 - იმავე ჭურჭელში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მობრაწეთ, განუწყვეტლივ ურიეთ, დაუმატეთ ხმელი წიწაკა, ნედლი წითელი წიწაკა, სოიის საწებელი და წყალი. ადუღებამდე მიიყვანეთ.
 - დაუმატეთ მიწის თხილი და დაბალ ცეცხლზე 8-10 წთ ადუღეთ, ვიდრე საწებელი შესქელდება. დაუმატეთ ლიმონის წვენი.
 - ტოფუს კუბები პატარა ხის ჩხირებზე აასხით და თეფშებზე გადაანაწილეთ. კოვზით მიწის თხილის საწებელი მოასხით და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.
 
            






