ტორჩეტი – იტალიური, ტრადიციული ორცხობილა

ტორჩეტი – იტალიური ტრადიციული ორცხობილაა რომელსაც წვეთის ფორმა აქვს. მას საფუარიანი ცომით ამზადებენ, ის თქვენს გულს თავისი უბრალოებითა და განუმეორებელი გემოთი დაიპყრობს.

ინგრედიენტები

  • საფუარი – 0.5 ჩაის კოვზი
  • შაქარი – 50 გრამი
  • ლერწმის შაქარი – 55 გრამი
  • მარილი – 1 მწიკვი
  • ფქვილი – 260 გრამი
  • კარაქი – 100 გრამი
  • წყალი – 165 მილიგრამი

მომზადების წესი

1. პატარა ჯამში ჩაახით ცოტაოდენი თბილი წყალი და საფუარი ჩაყარეთ. დატოვეთ 5 წუთით, შემდეგ კი მოურიეთ.
2. ერთმანეთში აურიეთ ფქვილი და შაქარი, ცენტრში გაუკეთეთ ჩაღრმავება და საფუარიანი ხსნარი ჩაასხით.

3. დაიწყეთ ცომის მოზაელა, შემდეგ დაუმატეთ მარილი და დაახლოებით 5-10 წუთით ზილეთ, საჭიროა ერთგვაროვანი მასის მიღება.
4. ჯამში საკვების ცელოფანი ან სამზარეულოს სუფთა პირსახოცი გადააფარეთ. დადგით თბილ ადგილას და დაახლოებით 1.5 საათი დატოვეთ გასაფუვებლად.

5. შემდეგ კვლავ მოზილეთ და თან დარბილებული კარაქი დაუმატეთ. ზილეთ სანამ ცომი მთლიანად არ შეიწოვს კარაქს, ამას დაახლოებით 3-4 წუთი დაჭირდება.
6. კვლავ გადააფარეთ ჯამს და ცომი 1 საათით გააჩერეთ. თუ ცომი წებოვანია მაცივარში შედგით 20-30 წუთით.
7. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, დაყავით ნაწილებად და ძეხვის ფორმა მიეცით (დაახლოებით 14 სმ).

8. ცომი ლერწმის შაქარში ამოავლეთ და პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე დადევით. გადააფარეთ პირსახოცი და თბილ ადგილას 30 წუთით დატოვეთ.

9. გააცხელეთ ქურა 180 გრადუსზე. ორცხობილა 20-25 წუთით აცხვეთ, სანამ მოოქროსფრო-მოყავისფრ არ გახდება.