ტორტი ტაფაზე “ნიგვზის ტრუფელი”

1314

ტორტი ტაფაზე “ნიგვზის ტრუფელი” – ეს არის საოცრად გემრიელი ფირფიტები, დაუვიწყარ კრემთან ერთად, რომლის ფუძეს კარამელიზირებული შედედებული რძე წარმოადგენს.

ინგრედიენტები

12 ულუფისთვის

ცომისთვის

  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 450გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 შეკვრა ვანილი

კრემისთვის

  • 1 ქილა კარამელიზირებული შედედებული რძე ან მოხარშული შედედებული რძე
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 2 ჭიქა რძე
  • 4 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
  • 100გ კარაქი

ასევე

  • 100გ მოხალული ნიგოზი

მომზადება

  1. ცომის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი და 1 ჩაის კოვზლი ლიმონით გააქტიურებული სოდა. დაუმატეთ შედედებული რძე, მოურიეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი.
  2. მოზილეთ მაგარი ცომი.
  3. მზა ცომი გაყავით 8 ნაწილად. ცომი გააბრტყელეთ ფქვილიან ზედაპირზე (გაავრტყელეთ ტაფის ზომაზე). საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა.
  4. გამოაცხვეთ ფირფიტები ორივე მხრიდან თანაბრად.
  5. მოვამზადოთ კრემი. ამისათვის შედედებულ რძეს დაუმატეთ ვანილი, რძე და ფქვილი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  6. კრემი მოათავსეთ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ სანამ არ შესქელდება.
  7. ცხელ კრემს დაუმატეთ კარაქი და გააგრილეთ ცივი წყლის აბაზანაზე.
  8. გაგრილებული კრემი წაუსვით ფირფიტებს.
  9. მოხალეთ ნიგოზი და გააფორმეთ ტორტი.

გემრიელად მიირთვით!