დთეს ჩვენ გთავაზობთ უგემრიელესი ტორტის “სნიკერსი” რეცეპტს.
ტორტი გაჯერებული კარამელით და შოკოლადით. ძალიან რბილი და ტკბილია.
ვერავინ მიხვდება, რომ ეს ტორტი არ არის გამომცხვარი.
ინგრედიენტები
- შოკოლადის ორცხობილა 500გ
- კვერცხის გული 4 ცალი
- რძე 600მლ
- შაქარი 100გ
- ხორბლის ფქვილი 50გ
- კარაქი 50გ
- ვანილი 10გ
- შედედებული რძე 1 ქილა
- მოხალული არაქისი 200გ
მინანქარი
- კარაქი 70გ
- კაკაო 2 სუფრის კოვზი
- შაქარი 4 სუფრის კოვზი
- რძე 30მლ
მომზადება
- ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული, შაქარი და ვანილი.
- მოურიეთ და დაიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.
- მოაყარეთ ფქილი და ისევ მოურიეთ.
- ჩაასხით ძალიან ცხელი რძე ნელ-ნელა და არ შეწყვიტოთ მასის მორევა.
- მასა გადაიტანეთ ქვაბში და მოხარშეთ შესქელებამდე.
- როცა სესქელდება დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ.
- როცა კარაქი გალღვება, გამორთეთ ცეცხლი და დაელოდეთ გაგრილებას.
- გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით კრემის მცირე ნაწილი, ზემოდან მოაყარეთ ორცხობილა.
- ზემოდან გადაუსვით შედედებული რძის თხელი ფენა.
- ამის შემდეგ მოათსვეთ მოხარშული კრემის ფენა.
- შემდეგ, ისევ ორცხობილა, შედედებული რძე და კრემი.
- ბოლოს ორცხობილა და კრემი.
- მოვამზადოთ მინანქარი. ქვაბში მოათშვეთ შაქარი, კაკაო, კარაქი და რძე.
- ქვაბი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ შაქრის გალღვობამდე.
- გააგრილეთ მინანქარი და მოასხით ტორტს ზემოდან.
- დაელოდეთ რამდენიმე საათი.
გემრიელად მიირთვით!