ჩემი ფავორიტი დესერტი!
ინგრედიენტები ცომისთვის
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა შქარი
- 3 სუფრის კოვზი სქელი არაჟანი
- 3 სუფრის კოვზი კაკაო
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
ინგრედიენტები პირველი კრემისთვის
- 1 ჭიქა მანანის ბურღული
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 250გ კარაქი
- 3 ჭიქა რძე
ინგრედიენები მეორე კრემისთვის
- 1 შეკვრა ორცხობია (არა მარილიანი)
- 0,5ლ მოხარშული შედედებული რძე
- 200გ მოხალული არაქისი
ინგრედიენტები მინანქრისთვის
- 200გ შავი შოკოლადი კაკაოს დიდი შემცველობით
მომზადება
- დაიწყეთ ცომის მომზადება. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად, ნელ-ნელა დაუმატეთ გულიც. გააგრძელეთ თქვეფა.
- კაკაოს დაუმატეთ არაჟანი, ეს მასა მოასხით კვერცხის მასას. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ, მასა გაყავით 2 ნაწილად. ჩაასხით ზეთით დამუშავებულ ფორმაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. უნდა გამოგივიდეთ 2 კორჟი. დაელოდეთ მათ გაგრილებას.
- მოვამზადოთ პირველი კრემი. დაფხვენით ორცხობილა, დაუმატეთ შედედებული რძე და არაქისი.
- ავაწყოთ ტორტი: მოათავსეთ პირველი კორჟი, წაუსვით პირველი კრემის ნახევარი, ახლა მეორე კრემის ჯერია, ისევ წაუსვით პირველი კრემი და დააფარეთ მეორე კორჟი.
- შავი შოკოლადი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე, მოასხით ტორტს.
გემრიელად მიირთვით!