ძალიან ხშირად ვამზადებ ტორტებს, ამიტომაც თითქმის ყველა სახის ტორტი გასინჯული მაქვს, სინართლე გითხრათ ეს ჩემი ფავორიტია! ჩემს ოჯახს სტუმრები ძალიან ხშირად სტუმრობენ, ამიტომაც ტორტი აუცილებლად საჭირო კომპონენტია. მე ამ ტორტს შევარქი “გემოების ბუმი”.
ეს არის ალუბლის ტორტი, რომელსაც მე რაღაც ინგრედიენტები დავუმატე და გავხადე კიდევ უფრო გემრიელი. მის მოსამზადებლად დაგეხარჯებათ 60 წუთი, მაგრამ უნდა დაელოდოთ 5 საათი, რათა ტორტს გაუჯდეს ყველა ინგრედიენტი.
ინგრედიენტი ბისკვიტისთვის
- 450გ ხორბლის ფქვილი
- 250გ მარგარინი (72%)
- 250გ არაჟანი
- 4 კვერცხის გული
- 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 4 კვერცხის ცილა
- 180გ შაქარი
- 1 სუფრის კოვზი სახამებელი
- 500გ ალუბალი
- 250გ ყაყაჩო
ინგრედიენტები კრემისთვის
- 250გ არაჟანი
- 180გ შაქარი
- 70გ ალუბლის ჟელე
- 300გ კარაქი
მომზადება
1.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარგარინი, კარგად მოურიეთ. დაუმატეთ კვერცხის გული, არაჟანი და მოზილეთ ცომი, შემდეგ გაყავით 6 ნაწილად. უმჯობესია ცომი მოზილოთ საღამოს, რათა მთელი ღამე დატოვოთ მაცივარში.
2.ათქვიფეთ ცილა მიქსერით, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, რათა გამოვიდეს მყარი მასა. ცომი გააბრტყელეთ და წაუსვით ათქვეფილი ცილა. ერთერთ ფირფიტაზე მოათავსეთ ალუბალი და ზემოდან მოათავსეთ მეორე ფირფიტა. იგივე ქმედებით მოათვსეთ ყაყაჩო.
3.საბოლოოდ თვენ გამოგივათ სამი ორმაგი ფირფიტა: ორი ალუბლით და ერთი ყაყაჩოს მასით. გამოაცხვეთ 180-190 გრადუსზე.
4.კრემისთვის ათქვიფეთ არაჟანი, კარაქი და შაქარი, დაუმატეთ მომზადებული ჟელე. თითოეულ ფირფიტას წაუსვით კრემი და ააწყვეთ ტორტი. მოათავსეთ მაცივარში 5-6 საათი. ზემოთა ფირფიტა შეგიძლიათ გააფორმოთ თქვენი გემოვნებით.
შეგიძლიათ ტორტს გარედან მოასხათ მდნარი შოკოლადი, ნაღები და სხვა. გემრიელად მიირთვით!