ტორტი ნაპოლეონი შედედებული რძით ძალიან გემრიელი და ხრაშუნა გამოდის. მოამზადეთ თავად

3525

ტორტი “ნაპოლეონი” სრულიად დამსახურებულად უამრავი ადამიანისთვის საყვარელი დესერტია. გემრიელი კრემით გაჯერებული ფენები გულგრილს არავის ტოვებს. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით ეს დესერტი სწორედ საფრანგეთსა და ინგლისში სარგებლობს.

იმისათვის, რომ უგემრიელესი ნაპოლეონი დააგემოვნოთ, სულაც არ არის აუცილებელი პარიზში ან ლონდონში გამგზავრება. მის მომზადებას მარტივად შეძლებთ დამოუკიდებლად, სახლის პირობებში.

სანამ ნაპოლეონის მომზადებას შეუდგებით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი. ტორტისთვის თქვენ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ კარგი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და ის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიცრას რამდენჯერმე, რათა ცომი მოცულობითი გამოვიდეს. ასევე, აუცილებელი წინაპირობაა, რომ მარგანინი ან კარაქი, რომელსაც ტორტის მოსამზადებლად გამოვიყენებთ, იყოს რაც შეიძლება მაღალცხიმიანი.

ტორტი “ნაპოლეონი” საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 450 გრამი ფქვილი
  • 270 გრამი კარგად გაციებული კარაქი
  • 170 მლ წყალი
  • 20 მლ ძმარი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 400 გრამი კარგად დარბილებული კარაქი
  • 400 გრამი შედედებული რძე

მომზადება: 

1. პირველ რიგში, უნდა შეუდგეთ ცომის მომზადებას. როგორც უკვე გითხარით, ფქვილი უნდა გაიცრას აუცილებლად რამდენჯერმე. კარგად გაცრილ ფქვილში ჩაამატეთ მარილი და კუბიკებად დაჭრილი კარგად გაციებული კარაქი (გამოიღეთ ის მაცივრიდან უშუალოდ გამოყენების წინ). ხელებით კარგად ზილეთ ეს მასა ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

2. შეურიეთ წყალი და ძმარი ერთმანეთში, მიღებული ხსნარი დაასხით ფქვილისა და კარაქის ნარევს. ზილეთ კარგად ცომის ამოყვანამდე.

3. მზა ცომი დააყოვნეთ მაცივარში 30 წუთით.

4. 30 წუთის შემდეგ ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ (გაბრტყელებული ცომის სისქე უნდა იყოს მინიმუმ 1 სანტიმეტრი). გადაკეცეთ ის კონვერტის მსგავსად და კვლავ გააბრტყელეთ. გაიმეორეთ ეს მანიპულაცია მინიმუმ 4-ჯერ და შემდეგ მოათავსეთ ცომი მაცივარში კიდევ 1 საათით.

5. როდესაც ცომი გამზადდება, შეგვიძლიამ ისგან ფენების მომზადებას შევუდგეთ. ცომის ბურთი დაყავით იმდენ თანაბარ ნაწილად, რამდენი ფენისგანაც გინდათ, შედგებოდეს თქვენი ნაპოლეონი.

6. გააბრტყელეთ ისინი მაქსიმალურად (ფენები რაც შეიძლება თხელი უნდა იყოს) და აუცილებლად გაუკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი ჩანგლით. თითოეული ფენა აცხვეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოოქროსფრო შეფერილობის მიღებამდე.

7. სანამ ფენები გამოცხვება, შეუდექით კრემის მომზადებას. კარაქი და შედედებული რძე კარგად თქვიფეთ მიქსერის გამოყენებით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

8. ცომის თითოეულ ფენას შორის წაუსვით ძალიან გემრიელი კრემი და ააწყვეთ ტორტი. უგემრიელესი ნაპოლეონი მზად არის!

თუ ნაპოლეონი გიყვართ, რატომ არ უნდა ცადოთ მისი მომზადება საკუთარი ხელით? თუ მოგეწონათ ეს რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!