Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სადღესასწაულოდ უჩვეულო დესერტი მოამზადოთ. ტორტი „თოვლის კაცი ტროპიკებში“, რომელშიც ნაზი ბისკვიტი და ნაღების კრემი იდეალურად შერწყმულია. ინგრედიენტების იდეალური კომბინაცია გემოების ფეერიას ქმნის. გულგრილი ვერ დარჩებით.
ჩვეულებრივი ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 8 კვერცხის გული
- 2 კვერცხი
- 0,5 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
ყაყაჩოს ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 8 კვერცხის ცილა
- 1 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჭიქა ფქვილი
- 0,5 ჭიქა ყაყაჩო
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
კრემის ინგრედიენტები:
- 500 მლ წყალი
- 2 პაკეტი ლიმონის ჟელე
- 500 მლ 30%–იანი ნაღები
- 5 ს/კ შაქრის ფხვნილი
- 1 ჭიქა ატამი ან მანგო
მომზადების წესი:
1. ჩვეულებრივი ბისკვიტი მოამზადეთ. ოთახის ტემპერატურის კვერცხი გამოიყენეთ. ამისთვის კვერცხი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სანამ ღია ფერის მასას არ მიიღებთ. ფქვილი გაცერით, გამაფხვიერებელი აურიეთ და ნაწილ–ნაწილ კვერცხის მასას დაუმატეთ. სპატულით მოზილეთ. ცომი ფორმაში გადაიტანეთ და ბისკვიტი 180 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ.
2. ყაყაჩოს ბისკვიტი მოამზადეთ. კვერცხის ცილები კარგად ათქვიფეთ. შემდეგ თითო კოვზით შაქარი დაუმატეთ, ათქვეფა არ შეწყვიტოთ. ფქვილი, ყაყაჩო და გამაფხვიერებელი აურიეთ, შემდეგ კვერცხის მასას დაუმატეთ და აურიეთ. ცომი ფორმაში ჩაასხით და ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
3. ჩვეულებრივი ბისკვიტი ორ ნაწილად გაყავით, რომ ორი ფენა მიიღოთ. ბისკვიტებს ოთახის ტემპერატურამდე გაგრილება აცადეთ.
4. კრემი ძალიან სწრაფად მაგრდება, ამიტომ მხოლოდ ტორტის აწყობის წინ მოამზადეთ. ჟელე ცხელ წყალში გახსენით და გაგრილებამდე გააჩერეთ. კარგად გაცივებული ნაღები და შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ. ფაფუკი მასის მიღებისას მიქსერის სიჩქარე შეამცირეთ და წვრილ–წვრილად ცივი ჟელე დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ბოლოს დაჭრილი ახალი ან დაკონსერვებული ხილი დაუმატეთ და აურიეთ.
5. ტორტი შეგიძლიათ ააწყოთ. მაღალგვერდიანი ფორმის გამოყენებას გირჩევთ, რადგან კრემი საკმარისად თხელია. ტორტის თანმიმდევრობა: ჩვეულებრივი ბისკვიტი, კრემის ნახევარი, ყაყაჩოს ბისკვიტი, კრემის ნახევარი, ჩვეულებრივი ბისკვიტი. ტორტი მინიმუმ 8 საათით მაცივარში შეინახეთ. სუფრაზე გატანისას შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
ერთი შეხედვით, შრომატევადი პროცესია, მაგრამ ასე არაა. იდეალური დესერტი ნაღების და ხილის გემოთი ნამდვილად მოგეწონებათ.