ტორტისთვის და არა მხოლოდ: ცილოვანი კრემი შესაშური სიმკვრივით

297

ცილოვანი კრემი მთელი მსოფლიოს კონდიტრებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საოცრად გემრიელი, გლუვი და საუკეთესო კრემის რეცეპტს ტორტებისა და ნამცხვრებისთვის. გაოცდებით, როგორ ინარჩუნებს ფორმას კვერცხის ცილის კრემი სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმზე.

რაც მთავარია, მარტივად მზადდება. დამწყებ დიასახლისსაც გამოადგება. ასეთი კრემით გაავსეთ ფენოვანი მილები, ბისკვიტის ტორტი ან საყვარელი პეროგი. საოცარია, მაგრამ ამ კრემის ჰაეროვანი სტრუქტურა სხვადასხვა ფორმას ინარჩუნებს. ამ კრემით სასწაულების შექმნა სცადეთ.

როგორ მოვამზადოთ ცილოვანი კრემი სწორად

სახლში კვერცხის ცილებით სქელი კრემის მომზადება მარტივია. საკმარისია, ორი ძირითადი წესი დაიცვათ. მომზადების პროცესში მხოლოდ გარეცხილი და გამშრალებული ჭურჭელი გამოიყენეთ. კვერცხის ცილების და გულების დაცალკევებისას ფრთხილად იყავით. წვეთ გულსაც მზა კრემის ჰაეროვანი კონსისტენციის დარღვევა შეუძლია.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 200 გ შაქარი
  • 100 გ წყალი

მომზადების წესი:

1. ორი თასი მოამზადეთ და კვერცხის გულები და ცილები ფრთხილად დააცალკევეთ.

2. მინანქრის ჭურჭელში შაქარი და წყალი აურიეთ. ცეცხლზე დადგით, პერიოდულად აურიეთ.

3. კვერცხის ცილებს ცოტა მარილი დაუმატეთ. ასე კრემის სიმკვრივეს და გემოს გააუმჯობესებთ.

4. კვერცხის ცილები მყარი თეთრი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.

5. ლიმონის წვენი დაუმატეთ და სპატულით აურიეთ.

6. ამ დროში კარამელიზებული წყალი შეამოწმეთ: ცოტა სიროფი ცივი წყლით სავსე თასში გადაიტანეთ. თუ სიროფის წვეთიდან ბურთი შეიქმნა, გამოდის, მზადაა. თუ არა, კიდევ ხარშეთ.

7. ცილოვან ქაფს სიროფი წვრილ–წვრილად დაუმატეთ.

8. მიღებული ნარევი ათქვიფეთ, სანამ მასა არ გაგრილდება.

საკონდიტრო ნაწარმი ამ კრემით ძვირადღირებული რესტორნების დესერტებს არ ჩამოუვარდება. მხოლოდ ამ კრემის დანახვა საკმარისია, რომ ჩაიდანის ქურაზე დადგმა ვისურვოთ, რადგან მადა მაშინვე იღვიძებს.