ტოლმას აღარ ვაკეთებ, კომბოსტოს მსუყე პეროგი ბევრად უბრალო, ადვილი და გემრიელია.

2673

კომბოსტოსა და ხორცის ფარშის პეროგი გემოთი გვაგონებს ტოლმას, მაგრამ მისი მომზადება ბევრად ადვილია ნაკლებ დროს მოითხოვს, მთელი ფოთლები ლაგდება ფენა ფენა – გულსართთან ერთად-გამოდის ძალიან წვნიანი და ნაზი, იგი განსხვავდება გახეხილი კომბოსტოთი გაკეთებულისაგან.

ასეთი კერძი შეგიძლიათ შეკმაზოთ არაჟნით ან იოგურტით, უფრო მწარე თუ გსურთ შეგიძლიათ დაამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ბოსტნეულის ბულიონი შეგიძლიათ შეცვალოთ ხორცის ნახარშით ან წყლით.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო 1ც
  • ღორის ფარში 600გრ
  • პამიდორი 300გრ
  • ბოსტნეულის ბულიონი 200მლ
  • ბრინჯი 50გ
  • ხახვი 1ც
  • ნიახური 1 სადილის კოვზი
  • ნიორი 2კბილი
  • მწვანილი გემოვნებით
  • ბეგქონდარა გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. პამიდორს გადაავლეთ ადუღებული წყალი, გააცალეთ კანი, დააქუცმაცეთ ხახვი, მწვანე ნიახური და დაჭყლეტილი ნიორი.
  2. ფარში აურიეთ გარეცხილ ბრინჯში, დაუმატეთ სუნელები, ბოსტნეული, დაასხით 100მლ.ლ ბულიონი და მოაყარეთ მარილი, კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 20-30 წუთით.
  3. ამ დროისათვის კომბოსტოს გააცალეთ ფოთლები, მოთუთქეთ მარილიან წყალში, აათალეთ მაგარი ღერები.
  4. ტაფაზე დააფინეთ ფოლგა, ზემოდან საცხობი ქაღალდი, გაუკეთეთ გვერდები.
  5. დააფინეთ ფორმაზე ფოთლების ნახევარი, დაალაგეთ ზედ ფარშის ნახევარი, გაიმეორეთ მეორე ფენაზე იგივე, ბოლო ფენა უნდა იყოს კომბოსტო.
  6. ფარშის ყველა ფენას მოასხურეთ ბულიონი.
  7. პეროგს ზემოდან გადააფარეთ ფოლგა და შედგით აერღუმელში, 190 გრადუსზე 50 წუთი.
  8. გადმოიღეთ პეროგი მოაყარეთ ყველი და გამოაცხეთ კიდევ 10 წუთი., მორთეთ მწვანილით და მიირთვით ცხელი.
  9. გამოცხობის დროს პეროგი გამოყოფს კომბოსტოს და ხორცის წვენს, ეს არის თავისებური სოუსი, ეს უნდა გადმოასხათ და მირთმევის დროს უნდა მოასხუროთ კერძს. თუ თქვენ გიყვართ მაიონეზი, შეგიძლიათ მიირთვათ მაიონეზით, გირჩევთ მოამზადოთ შინაურული მაიონეზი, წვნიანი , მადის აღმძვრელი პეროგი. იმედია მოგეწონებათ. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!