ტკბილი ფუნთუშა “ლოკოკინა” ფენოვანი ცომისგან

1474

ტკბილი ფუნთუშები ფენოვანი ცომისგან უგემრიელესი შიგთავსით. ძალიან მოეწონება თქვენს სტუმრებს და ოჯახის წევრებს.

ინგრედიენტები

  • ფენოვანი ცომი 2 ფირფია 250გ
  • ნაღების ყველი 225გ
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • შოკოლადის წვეთები 3/4 ჭიქა

მომზადება

  1. ერთი ფირფიტა ფენოვანი ცომი მოათავსეთ ფქვილიან მაგიდაზე და გააბრტყელეთ 35 x 25სმ.
  2. ნაღების ყველს დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნახევარი ნაღების ყველი წაუსვით ფენოვან ცომს, ცომის გრძელი მხრიდან გამოტოვეთ 2,5 სმ. მოაყარეთ ნახევარი შოკოლადის წვეთები და დაახვიეთ რულეტისებურად.
  3. იგივე გაიმეორეთ დარჩენილ ინგრედიენტებთან. გააგრილეთ 1 საათი.
  4. ღუმელი გაახურეთ  180 გრადუსზე.
  5. რულეტი დაჭერით 2,5სმ სისქის ნაჭრებად და მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
  6. გამოაცხვეთ 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!