ტკბილი უნგრული ბურბუშელა ოქროსფერი ქერქით. შესანიშნავი საუზმე მთელი ოჯახისთვის

697

ვისაც უყვარს ტრადიციული ბურბუშელა, იცის, რომ ამ ხრაშუნა ტკბილეულს ცხელ ზეთში წვავენ და შემდეგ შაქრის ფხვნილს აყრიან. კლასიკური რეცეპტის მიხედვით, ცომს ფქვილზე, კვერცხსა და არაყზე ზელენ. უფრო ფუმფულა ტკბილეულის მეორე ვარიანტი მოითხოვს, რომ ცომი კეფირით იყოს მოზელილი.

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ბურბუშელას რეცეპტს, რომელიც უნგრეთში პოპულარულია. უნგრეთში ტკბილეულს მსუბუქი საფუარის და არაჟნის ცომისგან ამზადებენ. მთავარი ინგრედიენტი: კარაქი გაადნეთ და მოზელილ ცომს ბოლოს დაუმატეთ. ტკბილეული მეორე დღესაც ძალიან რბილი და ჰაეროვანია!

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ხორბლის ფქვილი
  • 50 გრ შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 4 კვერცხის გული
  • 1 ს/კ ბრენდი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 ჩ/კ საფუარი
  • 50 მლ (ან 3 ს/კ) რძე
  • 50 გრ (ან 3 ს/კ) კარაქი
  • მზესუმზირას ზეთი – გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საფუარი თბილ რძესა და მწიკვ შაქარში გახსენით.
  2. ფქვილი, დარჩენილი შაქრის ფხვნილი და მარილი თასში აურიეთ. კვერცხის გული, აქტივირებული საფუარი, ბრენდი და არაჟანი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ, გარკვეულ მომენტში გამდნარი კარაქი დაუმატეთ. თასს დაახურეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.
  3. ამოსული ცომი ჩაზილეთ, 0,5 მმ სისქის ფირფიტებად გააბრტყელეთ და მართკუთხედად დაჭერით. ახლა თითოეული მართკუთხედის ცენტრი ჩაჭერით და მასში ცომის კუთხეები გაუყარეთ.
  4. ღრმა ტაფაში იმდენი ზეთი გააცხელეთ, რამდენიც ფრიტიურისთვის საკმარისია. ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე შეწვით. მზა ფუნთუშები ქაღალდზე დააწყვეთ და ბევრი შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
  5. რბილი და ძალიან ფუმფულა ფუნჩულა საუზმეზე ჩვეულებრივი ფუნთუშის შესანიშნავი ალტერნატივაა. შუაზე გაჭერით და ჯემი წაუსვით. სუფრაზე ასე გაიტანეთ და ჩაის ან თბილ რძეს მიაყოლეთ.
  6. გემრიელად მიირთვით!