სუში ზალიან პოპულარული კერძი, მისი მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს.დღეს ჩვენ მოვამზადებთ ტკბილ როლებს!
ბანანის როლი ალუბლით
ინგრედიენტები
- 3 ცალი ბრინჯის ქაღალდი
- 80გ ბანანი
- 120გ ალუბალი
- 100გ ხაჭო
- 10გ თაფლი
მომზადება
- გაასუფთვეთ ბანანი და დაჭერით.
- ალუბალს მოაშორეთ თესლი.
- გაალღვეთ თაფლი და დაუმატეთ ხაჭო.
- ბრინჯის ქაღალდი ჩაუშვით ცხელ წყალში რამდენიმე წამით.
- ბრინჯის ქაღალდზე მოათავსეთ ხაჭოს მასა და ოდნავ დაპრესეთ.
- გადაანაწილეთ ხილი და დახხვიეთ რულეტისებურად, მოათავსეთ საყინულში 25 წუთი.
შოკოლადი როლი
ინგრედიენტები
- 6 შოკოლადის ბლინი
- 300გ ნაღების ყველი
- 40გ რძიანი შოკოლადი
- 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
- 1 ფორთოხალი
- 1 ვაშლი
მომზადება
- ყველს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი ან დარიჩინი.
- გაასუფთავეთ ვაშლი, დაჭერით. გაასუფთავეთ ფორთოხალი და დაჭერით.
- გაალღვეთ შოკოლადი.
- ბლინზე მოათავსთ 1 სუფრის კოვზი ყველი. ზემოდან მოასხით შოკოლადი და გადაანაწილეთ ხილი.
- მიეცით როლის ფორმა.
ნაღების სუში
ინგრედიენტები
- 4 ტკბილი ომელტი
- 750გ ნაღების ყველი
- 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
- 1 კივი
- 50გ ყურძენი
- 50გ ანანასი
- 100მლ მარწყვის სიროპი
მომზადება
- ყველს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი.
- ხილი დაჭერით წვრილად.
- ომლეტზე მოათავსეთ ყველის შიგთავსი, გააცხელეთ და ზემოდან მოათავსეთ ხილი.
- მოასხით სიროპი და გადაახვიეთ.
სუში მარმელადით
ინგრედიენტები
- 6 თხელი ბლინი
- 200გ ნაღების ყველი
- 80გ შაქრის ფხვნილი
- 100გ მარმელადი
- მარწყვის სიროპი
მომზადება
- ყველს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი.
- დაჭერით მარმელადი და დაუმატეთ ყველს.
- თითოეულ ბლინზე მოათავსეთ შიგთავსი და რულეტისებურად გადაახვიეთ.
- დაჭერით ტკბილი რულეტი და მოასხით სიროპი.
ხილის სპრინგ-როლები
ინგრედიენტები
- 6 ფირფიტა ბრინჯის ქაღალდი
- 100გ მარწყვი
- 2 კივი
- 1 ვაშლი
- 1 მსხალი
- 2 ბანანი
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 სუფრის კოვზი წყალი
- 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 80გ შავი შოკოლადი
- 50მლ ნაღები
მომზადება
- გარეცხეთ ხილი და დაჭერით. ცივ წყალში დაასველეთ ბრინჯის ფირფიტა.
- თითოეულ ფირფიტაზე მოათავსეთ ხილი და გადაახვიეთ.
- წყალში გახსენით თაფლი და ლიმონის წვენი.
მიირთვით სოუსთან ერთად.